ბერლინის გეოგრაფიული საზოგადოება
ბერლინის გეოგრაფიული საზოგადოება (გერმ. Gesellschaft für Erdkunde zu Berlin) — გეოგრაფიული საზოგადოება, რომელიც დაარსდა 1828 წელს. მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი გეოგრაფიული საზოგადოება. ჩამოყალიბდა XVIII-XIX საუკუნეში მოღვაწე ცნობილი მოაზროვნეების კარლ რიტერისა და ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის მიერ, რომლებიც გარდა ამისა, გვევლინებიან თანამედროვე გეოგრაფიის ფუძემდებლებად.
ბერლინის გეოგრაფიული საზოგადოება | |
---|---|
გერმ. Gesellschaft für Erdkunde zu Berlin | |
აბრევიატურა | GfE Berlin |
შეიქმნა | 1828 წელი |
ტიპი | გეოგრაფიული საზოგადოება და არაკომერციული ორგანიზაცია |
ქვეყანა | გერმანია |
http://www.gfe-berlin.de/ |
ბერლინის გეოგრაფიული საზოგადოების ძირითადი მიზანია გეოგრაფიული ცოდნის გავრცელება. საზოგადოება გამოსცემს სამეცნიერო ჟურნალს „Die Erde“ (დედამიწა), რომელიც გამოდის შორეული 1853 წლიდან. ამასთანავე საზოგადოება აფინანსებს ახალგაზრდა მეცნიერებს.