ბერთოლდ III (ცერინგენი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბერთოლდ III ფონ ცერინგენი (გერმ.: Berthold III. von Zähringen) (დ. დაახ. 1085 — გ. 3 მაისი, 1122; მოლსჰაიმი, ელზასი) — ცერინგენის ჰერცოგი. 1120 წელს ბერთოლდმა დააარსა ქალაქი ფრაიბურგი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1111 წელს ბერთოლდი ცერინგენის ჰერცოგი გახდა. ის მხარს უჭერდა იმპერატორ ჰაინრიხ V-ეს და დიდი როლი ითამაშა ვორმსის კონკორდატში 1122 წელს. ბერთოლდი დაიღუპა ქალაქ მოლსჰაიმის წინააღმდეგ ომში და მისი მემკვიდრე გახდა ძმა კონრად I.

ბერთოლდ III-ის მეუღლე იყო ბავარიის ჰერცოგ ჰაინრიხ შავის ასული სოფი.

ქალაქ ფრაიბურგის ცენტრალური ქუჩა ბერთოლდშტრასე და ცნობილი შადრევანი ბერთოლდსბრუნე მის სახელ ატარებს.