ბერე ბოსკი, ალექსანდრეული — ფრანგული წარმოშობის საშემოდგომო მსხლის ჯიში. ნაყოფი მოგრძომსხლისებრია, იწონის 150—200 გ, თხელკანიანია, სრულ სიმწიფეში მოყვითალო-ქარვისფერია. რბილობი თეთრია, ნაზი, სურნელოვანი, წვნიანი, სასიამოვნო სიტკბო აქვს. კრეფენ სექტემბრის ბოლოს, სამომხმარებლო სიმწიფეს აღწევს ნოემბერ-დეკემბერში. საკონსერვო წარმოებისა და სუფრის მაღალხარისხოვანი ჯიშია. ხე საშუალო სიმაღლისაა, მოსავალს იძლევა მეხუთე-მეექვსე წელს. უხვად მსხმოიარეა (180—200 კგ ხიდან). ბერე ბოსკი გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველოში დარაიონებულია მეხილეობის ყველა ზონაში.

ბერე ბოსკის ჯიშის მსხალი

ლიტერატურა

რედაქტირება