ბერე არდანპონი, კომშა მსხალი, ბელგიური წარმოშობის საზამთრო მსხლის ჯიში. ნაყოფი ზარისებრია, ფორმით კომშსაც წააგავს. საშუალოდ 180—200 გ იწონის, თხელკანიანია, სიმწიფეში მოყვითალო-ჩალისფერი, მუქწინწკლებიანი. რბილობი თეთრია, ნაზი, ჭარბწვნიანი. მოტკბო-მომჟავო, კრეფენ ოქტომბრის ბოლოს. სამომხმარებლო სიმწიფეს დეკემბერ-იანვარში აღწევს. ხე დიდია, მოსავალს გვიან იძლევა, დიდხანს ძლებს, უხვად მსხმოიარეა (160—200 კგ ხიდან). ბერე არდანპონი გავრცელებულია უკრაინასა და რსფსრ-ის სამხრეთ ნაწილში. საქართველოში დარაიონებულია კახეთის, ქართლისა და მესხეთის ზონებში.

ლიტერატურა

რედაქტირება


  ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.