ბერბეშოქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭიდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შეუბუსავია ან მთავარი ძარღვების გასწვრივ გასდევს სუსტი ჯაგრისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური, იშვიათად კონუსური ფორმის. საშუალო სიკუმსისაა. მარცვალი საშუალო ან მსხვილი აქვს, მომრგვალო, მუქი ლურჯი, თხელკანიანია, ცვილისებრი ნაფიფქით საკმაოდ დაფარული. რბილობი ნაკლებხორციანია, წვენი სუსტადაა შეფერილი.

ბერბეშოს ზრდა და მოსავლიანობა საშუალოზე მაღალია. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა საშუალოდ 190 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 10-11 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის მშრალი და წითელი საკუპაჟე ღვინოების დასამზადებლად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 71