ბეჟათუბნის განძი
ბეჟათუბნის განძი — ძვ. წ. XI-X საუკუნეების ბრინჯაოს ნივთების განძი. აღმოჩენილია 1928 წელს სოფელ ბეჟათუბანში (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი). ფილებისაგან შეკრულ პატარა ქვის ყუთში (0,35X0,40 მ) აღმოჩნდა აღმოსავლეთ ამიერკავკასიური ტიპის 5 ცული და სპილენძის ზოდის სამი ნატეხი. ამ ნივთებიდან საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება 3 ცული და ზოდის სამივე ნატეხი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ავალიშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 397.
- დ. ქორიძე, კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965
- ო. ჯაფარიძე, ბეჟათუბნის განძი, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, ტ. 16, თბ., 1950