ბენ პლატი
ბენ პლატი (ინგლ. Ben Platt; დ. 24 სექტემბერი, 1993) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია ბროდვეის მიუზიკლში „ძვირფასო ევან ჰენსენ“ მონაწილეობით, რისთვისაც გადაეცა რამდენიმე ჯილდო, მათ შორის ყველაზე პრესტიჟული გრემი და ტონი.[2][3] პლატის სხვა ნამუშევრები მოიცავს სერჟანტი არნოლდ კანინგემის როლს მიუზიკლში „მორმონის წიგნი“ და ასევე ბენჯი ეპლბაუმის როლს ფილმებში „იდეალური ხმა“ (2012) და „იდეალური ხმა 2“ (2015).
ბენ პლატი | |
---|---|
დაბადების სახელი | ბენჯამინ შიფ პლატი |
დაბადების თარიღი |
24 სექტემბერი, 1993[1] ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
საქმიანობა | მსახიობი, მომღერალი |
აქტიური | 2002–დღემდე |
ჯილდოები |
გრემი ტონი |
მუსიკალური კარიერა | |
ჟანრი | პოპი |
ინსტრუმენტები | ვოკალი, პიანინო |
ლეიბლი | Atlantic Records |
პლატი დაიბადა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. ის იყო ხუთი შვილიდან მეოთხე ჯული და მარკ პლატის ებრაულ ოჯახში.[4] დაამთავრა ედერლის ხელოვნების სკოლა, სადაც მონაწილეობას იღებდა თეატრალურ დადგმებში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა კოლუმბიის უნივერსიტეტში, მაგრამ ექვსი კვირის შემდეგ სწავლას თავი დაანება და დაიწყო ფილმ „მორმონის წიგნის“ გადაღებებში მონაწილეობა.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | სათაური | როლი | შენიშვნები |
---|---|---|---|
2012 | „იდეალური ხმა“ | ბენჯი ეპლბაუმი | |
2015 | „იდეალური ხმა 2“ | ||
„რიკი და ფლეში“ | დანიელი | ||
2016 | „ბილი ლინის გრძელი გასეირნება ნახევარტაიმებს შორის“ | ჯოში | |
2017 | „ქალის ტვინი“ | ||
2018 | „მთვრალი მშობლები“ | წარმოების პროცესში |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Celeb birthdays for the week of Sept. 24-30 (19 სექტემბერი, 2017). ციტირების თარიღი: 21 ოქტომბერი, 2017.
- ↑ Tony Awards 2017: Complete Winners List. Variety (11 ივნისი, 2017). ციტირების თარიღი: 8 ივლისი, 2017.
- ↑ Chow, Andrew R.. (11 ივნისი, 2017) 2017 Tony Awards Winners. The New York Times. ციტირების თარიღი: 8 ივლისი, 2017.
- ↑ Ben Platt Profile. University of Pennsylvania. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 17 მაისი, 2015.