ბენი (ქალაქი)
ბენი (ფრანგ. Beni) — ქალაქი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში.
ქალაქი | |
---|---|
ბენი ფრანგ. Beni | |
ქვეყანა | კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
პროვინცია | ჩრდილოეთი კივუ |
შიდა დაყოფა | Beu, Bungulu და Ruwenzori |
კოორდინატები | 0°30′00″ ჩ. გ. 29°28′00″ ა. გ. / 0.50000° ჩ. გ. 29.46667° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1238[1] მ |
ოფიციალური ენა | ფრანგული |
მოსახლეობა | 95 407 კაცი (2010) |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
ბენი მდებარეობს ვირუნგის ეროვნული პარკისა და მტა რუვენზორის დასავლეთით. ქალაქში არის ბაზარი, აეროპორტი და კონგოს ორენოვანი ქრისტიანული უნივერსიტეტი. 2010 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 95 407 კაცი[2].
ქალაქი 2001 წელს იყო მნიშვნელოვანი ბრძოლების ადგილი კონგოს მეორე ომის პერიოდში.
ქალაქში მდებარეობს გაეროს რამდენიმე მისია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- MONUSCO. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-13. ციტირების თარიღი: 2011-05-11.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Beni-(Zaire) Page. Fallingrain Global Gazetteer. ციტირების თარიღი: 2014-01-22.
- ↑ Congo (Dem. Rep.): largest cities and towns and statistics of their population. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-16. ციტირების თარიღი: 2011-05-11.