ბენიან-ბეგონის ელიას ეკლესია
ბე
ბენიან-ბეგონის ელიას ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
მუნიციპალიტეტი | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | ბენიან-ბეგონი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | შუა საუკუნეები |
ბენიან-ბეგონის ელიას ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენიან-ბეგონში. აგებულია შუა საუკუნეებში.
ნაეკლესიარი მდებარეობს სანიავოს ქედის ჩრდილოეთით, ხადის ხეობისა და ლაკათხევის გამყოფ მაღალ ქედზე, სონჩოს მთაზე, ზღვის დონიდან 2567,5 მეტრის სიმაღლეზე. სალოცავი მცირე ზომის დარბაზული ნაგებობაა. მიმართულია დასავლეთ-აღმოსავლეთ ღერძზე. შესასვლელი ღიობი გაჭრილია დასავლეთ ფასადზე ცენტრალურ ნაწილში. ეკლესიის გადახურვა ჩაქცეულია. ეკლესიის გარე ზომებია 2,90x4,10 მ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38220