ბელგიური ლუდი
ბელგიური ლუდი — ლუდის სხვადასხვა სახეობები ბელგიაში მკრთალი ლაგერიდან ქარვისფერ ელამდე, ლამბიკის, ფლამანდური წითელი ალეს, კრემისფერი ალეს, ძლიერი ალეს და სტაუტის ჩათვლით. 2016 წელს ბელგიაში დაახლოებით 224 აქტიური ლუდსახარში იყო, საერთაშორისო კომპანიების, ტრადიციული ლუდსახარშების და ტრაპისტების მონასტრების ჩათვლით. საშუალოდ, ბელგიელები ყოველწლიურად 84 ლიტრ ლუდს სვამენ. ლუდის უმეტესობას ყიდულობენ ან მიირთმევენ ბოთლებში, ნაკლებად სარგელობენ ქილით და თითქმის ყველა ლუდს აქვს საკუთარი ბრენდის, ზოგჯერ უნიკალური ფორმის მინა. [1] 2016 წელს იუნესკომ ბელგიური ლუდის კულტურა შეიტანა კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში . [2]
ისტორია
რედაქტირებალუდის ხარშვა ბელგიაში სულ მცირე, XII საუკუნიდან იწყება. კათოლიკური ეკლესიის ნებართვით, ადგილობრივი ფრანგები და ფლანდრიელები სააბატოებში დამზადებულ ლუდს არიგებდნენ და ფონდისთვის აგროვებდნენ შემოწირულობებს. იმ დროისათვის შედარებით დაბალალკოჰოლიანი ლუდი უფრო სასურველი იყო, როგორც სანიტარული ვარიანტი, ვიდრე ხელმისაწვდომი სასმელი წყალი. მომდევნო შვიდი საუკუნის განმავლობაში, ლუდის ხარშვა სააბატოების მეთვალყურეობის ქვეშ განვითარდა. ტრაპისტების მონასტრები, რომლებიც ახლა ლუდს ამზადებენ ბელგიაში, XVIII საუკუნის ბოლოს დაიპყრეს საფრანგეთის რევოლუციიდან გაქცეულმა ბერებმა. ამასთან, ბელგიაში პირველი ტრაპისტის ლუდსახარშის ( ვესტმალე ) მუშაობა არ დაწყებულა 1836 წლის 10 დეკემბრამდე, რევოლუციიდან თითქმის ორმოცდაათი წლის შემდეგ. ეს ლუდი იყო მხოლოდ ბერებისათვის და აღწერილია, როგორც „მუქი და ტკბილი“. ლუდის (ყავისფერი ლუდი) პირველი რეალიზაცია მოხდა 1861 წლის 1 ივნისს. [3]
XVI და XVII საუკუნეებში ლუდი, სახელწოდებით კრაბელაერი, ყველაზე პოპულარული ლუდი იყო გენტში.[4]
მეთოდები
რედაქტირებაბელგიაში ფერმენტაციის ოთხი სახეობა გამოიყენება [5] ლუდის მოსამზადებლად, რაც უნიკალურია მსოფლიოში. ამასთან, ბელგიური ლუდის ეტიკეტის კარგად გასაგებად ბელგიური ლუდის შესახებ საცნობარო სამუშაოებში ხშირად გამოიყენება არქაული ან ტრადიციული ჟარგონის საფუძველზე ფერმენტაციის მეთოდების სხვადასხვა ტერმინები:
(1) სპონტანური ფერმენტაცია - ამ მეთოდით იხარშება ევროპაში არსებული უნიკალური ლუდები ლამბიკისგან: ფარო, გუეზი და კრიკი. ლამბიკი სასმელად ვარგისი, მხოლოდ მეორადი დუღილის შემდეგაა, რომლის შედეგადაც ვიღებთ გუეზსა და კრიკს. ლუდი სპონტანური ფერმენტაციით მზადდება ველური ქერისა და ბაქტერიისაგან. ეს სრულიად განსხვავებული პროცესი ლუდს განსაკუთრებულსა და გამორჩეულ გემოს აძლევს.
(2) თბილი ფერმენტაცია გამოიყენება როგორც ზედა ან მაღალი დუღილისას ტრაპისტული ლუდის, თეთრი ლუდის, ალესა და სხვა სპეციალური ლუდებისთვის.
(3) შერეული ფერმენტაცია გამოიყენება „ძველი ყავისფერი“ ლუდისთვის.
(4) გრილი ფერმენტაცია გამოიყენება როგორც დაბალი დუღილისას, ასევე ლაგერის ან პილსნერის ფსკერის დუღილისთვის.
მინის ჭურჭელი
რედაქტირებაბელგიურ „სპეციალურ“ ლუდს (უფრო ძლიერ ან ჩამოსასხმელ ლუდს) ხშირად მიირთმევენ დახვეწილ ბრენდულ ლუდის მინის ჭურჭელში. როგორც წესი ბარში ლუდს სვამენ მწარმოებლის სახელით ბრენდირებული ჭიქით. ბარმენების ან მიმტანების უმეტესობა ბოდიშს მოიხდის, თუ ლუდი განსხვავებული ჭიქით მოვა.
მინის ჭურჭლის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპია ტიტების ფორმის მინა. ტიტების ჭიქა არამარტო არომატის დაჭერაში ეხმარება, არამედ ხელს უწყობს დიდი ქაფის შენარჩუნებას, აძლიერებს ვიზუალური და სუნის შეგრძნებას.
შამპანურის ფლეიტისებრი ჭიქის მსგავსი ჭურჭელი ბელგიური ლამბიკისა და ხილის ლუდისთვის გამოიყენება. ვიწრო ფორმა ხელს უწყობს კარბონაციის შენარჩუნებას, ხოლო ძლიერი არომატი წინა ნაწილშია. ფლეიტისებრი ფორმა მკაფიოდ გამოხატავს ლუდის ცქრიალა ფერს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Good Beer Guide to Belgium, Tim Webb, CAMRA Books, ISBN 1-85249-210-4
- Farmhouse Ales: Culture and Craftsmanship in the Belgian Tradition, Phil Marowski, Brewers Publications (2004), ISBN 0-937381-84-5
- Great Beers of Belgium, Michael Jackson, ISBN 90-5373-012-5
- Lambicland: Lambikland, Tim Webb, Chris Pollard, Joris Pattyn, Cogan and Mater Ltd, ISBN 0-9547789-0-1
- Alle Belgische Bieren, Ed. Hilde Deweer, Stichting Kunstboek Oostkamp, 2015 ISBN 978-90-5856-526-6
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- All About Belgian Beer in English Language
- Belgium's Great Beers
- Belgian Beer Map – Distribution of Belgian breweries by provinces დაარქივებული 2016-08-01 საიტზე Wayback Machine.
- All About Belgian Beer and Beer Tourism in Belgium დაარქივებული 2013-05-04 საიტზე Wayback Machine. (in English) from BeerTourism.com
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Michael Jackson's Great Beers of Belgium, Michael Jackson, ISBN 0-7624-0403-5
- ↑ Decision of the Intergovernmental Committee: 11.COM 10.B.5, UNESCO, Intangible Cultural Heritage, accessed 15 June 2017, quote: "Beer culture in Belgium combines know-how concerning nature, social practices and craft skills that constitute an integral part of daily and festive life. Regularly shared between practitioners, knowledge and skills are transmitted from masters to apprentices in breweries but also within families, in public spaces and through formal education. Beer culture in Belgium contributes to the economic and social viability at local level and the constitution of the social identity and continuity of its bearers and practitioners, who promote responsible production and consumption."
- ↑ Jef van den Steen, Trappist – Het Bier en de Monniken ISBN 90-5826-214-6, page 33.
- ↑ P. De Commer: De brouwindustrie te Gent, 1505–1622. Handelingen der Maatschappij voor Geschiedenis en Oudheidkunde te Gent, 1983, 7, 113–171.
- ↑ Brewing methods Unesco Intangible Cultural Heritage. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-10. ციტირების თარიღი: 2020-09-22.