ბეკჟან ტაშმუხამედოვი

ბეკჟან ტაშმუხამედოვი (დ. 27 იანვარი, 1935 - 25 ივნისი, 2020) — საბჭოთა და უზბეკი ბიოლოგი და ბიოფიზიკოსი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, უზბეკეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

ბეკჟან ტაშმუხამედოვი
დაბ. თარიღი 27 იანვარი, 1935(1935-01-27)
დაბ. ადგილი ტაშკენტი
გარდ. თარიღი 25 ივნისი, 2020(2020-06-25) (85 წლის)
გარდ. ადგილი ტაშკენტი
მოქალაქეობა  სსრკ
 უზბეკეთი
მამა Oybek
დედა Zarifa Saidnasirova
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბეკჟან ტაშმუხამედოვი დაიბადა 1935 წლის 27 იანვარს ტაშკენტში უზბეკი მწერლის აიბეკის ოჯახში.

1958 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო 1961 წელს — ასპირანტურა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1962 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას და ატარებდა სამეცნიერო მუშაობას ტაშკენტის სახელმწიფო უნივერსიტეტში (იყო ბიოლოგიისა და ნიადაგმცოდნეობის კათედრის უმცროსი მკვლევარი, ბიოქიმიისა და ბიოფიზიკის კათედრის უფროსი ლექტორი და ასოცირებული პროფესორი). 1971 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე იონების აქტიური ტრანსპორტირება ბიოლოგიურ მემბრანებში და გახდა ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.

ბეკჟან ტაშმუხამედოვი ასევე მუშაობდა უზბეკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიის ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელად,ხოლო შემდეგ — ბიოფიზიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელად.

1979-1986 წლებში იკავებდა ტაშკენტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოფიზიკისა და გარემოს დაცვის განყოფილების გამგის თანამდებობას.

1986-1992 წლებში იყო უზბეკეთის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი. 1987 წელს აირჩიეს უზბეკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად (1987). იყო უზბეკეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილების თავმჯდომარე, უზბეკეთის რესპუბლიკის უმაღლესი სასერტიფიკაციო კომისიის (HAC) თავმჯდომარე.

ბეკჟან ტაშმუხამედოვი 200-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორია. იგი მონაწილეობას იღებდა ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის პრობლემებზე მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციებში. მოამზადა 20 მეცნიერებათა დოქტორი და 40-ზე მეტი მეცნიერებათა კანდიდატი. იგი უზბეკეთის რესპუბლიკის დამსახურებული მეცნიერია. იკავებდა უზბეკური ბიოლოგიური ჟურნალის მთავარი რედაქტორის თანამდებობას, რომელიც გამოდიოდა რუსულ, უზბეკურ და ინგლისურ ენებზე (ISSN 0042-1685).

ბეკჟან ტაშმუხამედოვი გარდაიცვალა 2020 წლის 25 ივნისს. ის დაკრძალეს ტაშკენტში ჩიგატაის სასაფლაოზე.

წყაროები

რედაქტირება