ბეკერელი
ბეკერელი (აღნიშვნა: ბკ, Bq) — რადიოაქტიური იზოტოპების აქტიურობის საზომი (წარმოებული) ერთეული ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. 1 ბეკერელი არის რადიოაქტიური წყაროს აქტივობა, რომელშიც 1 წამში საშუალოდ 1 რადიოაქტიური დაშლა ხდება.
ერთეულსა სახელი მიენიჭა ფრანგი მეცნიერის ანტუან ანრი ბეკერელის პატივსაცემად.