ბეკანიმაიას ცივილიზაციის არქეოლოგიური კომპლექსი მექსიკაში. მდებარეობს იუკატანის ნახევარკუნძულზე, თანამედროვე კამპეჩეს შტატში. იგი საკმაოდ ახლოსაა მაიას სხვა ძეგლებთან: ბალამკუ, კალაკმული, ჩიკანა. სახელიწოდება "ბეკანი" ძეგლს აღმოჩენის შემდეგ არქეოლოგებმა უწოდეს და ნიშნავს "წყლის მიერ ფორმირებულ ხეობას".

ბეკანის რუკა
შიდა ეზო

არქეოლოგიური მონაცემები გვიჩვენებენ, რომ ბეკანის ტერიტორია დასახლებული იყო შუა პრე-კლასიკურ პერიოდში, ძვ. წ. 550 წელს. რამდენიმე ასეულ წელში, ბეკანი გადაიქცა მნიშვნელოვან საცერემონიო ცენტრად. ამ დროისთვის მას გარს შემოავლეს დიდი თხრილი. დაახლოებით ჩვ.წ. 500 წლისთვის, ბეკანს სხვა მრავალი მაიას არქიტექტურის სტილის შენობა შემატეს. მშენებლობები სადღაც 830 წლამდე გრძელდებოდა. შემდგომ პერიოდში მოსახლეობა ნელ-ნელა დაკნინდა და 1200 წლისთვის ბეკანი საერთოდ მიტოვებულ იქნა.

ბეკანი ოფიციალურ ლიტერატურაში პირველად 1934 წელს მოიხსენიეს ამერიკელმა მეცნიერებმა ამ რეგიონში ექსპედიციის შემდეგ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება