ბეირა-ალტა
ყოფილი პორტუგალიის პროვინცია (1936-1976)
ბეირა-ალტა (პორტ. Beira Alta) – პორტუგალიის ისტორიული პროვინცია. არსებობდა 1936—1976 წლებში. დედაქალაქი იყო ვიზეუ. 1967 წელს მისი ფართობი იყო 3,7 ათ. კმ², ხოლო მოსახლეობა 800 ათასი კაცი. ლიკვიდაციის შემდეგ მისი ტერიტორია შევიდა კოიმბრის, გუარდისა და ვიზეუს რაიონებში. მოიცავდა დღევანდელ 33 მუნიციპალიტეტს.