ბაითი
(გადამისამართდა გვერდიდან ბეითი)
ბაითი, ბეითი — არაბული ლექსის სტრიქონი, რომელიც დასრულებულ აზრს შეიცავს. ბაითი ორი მკვეთრად გამოხატული ნახევრისაგან (მისრა) შედგება. პირველს ეწოდება სადრი, მეორეს - აჯუზი. ორივე ნახევარი ჩვეულებრივ ტოლი სიგრძისაა, თუმცა სალექსო ზომათა ბევრ ვარიანტში მათი სირგძეთა არათანაბრობაც დასტურდება. კასიდის პირველ ბაითში, როგორც წესი, ორივე ნახევარი ერთი რითმითაა დაკავშირებული. ბაითი გავრცელებულია სპარსულ და თურქენოვან პოეზიაშიც, სადაც მისი ორივე ნახევარი დამოუკიდებელ ტაეპებად განიხილება. ამის შედეგად ბაითი განისაზღვრება როგორც ორტაეპიანი ერთეული.
ლიტერატურა
რედაქტირება- სილაგაძე ა., ქსე, ტ. 2, გვ. 154, თბ., 1977