ბეთლევის ღვთისმშობლის ეკლესია

ბეთლევის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლევის ტერიტორიაზე. მიეკუთვნება XV საუკუნეს. დარბაზული ეკლესია აგებული იყო ქვითკირით, გარედან თეთრად იყო შელესილი. შიგნითა კედლები, კამარა და კონქი მთლიანად მოხატული ყოფილა. ტრადიციული საეკლესიო სიუჟეტების გარდა გამოსახულნი იყვნენ საერო პირებიც. მ. შ. ეკლესიის ამშენებელი ვინმე იაშვილი. ასომთავრულ წარწერებში ეკლესიის აგებისა და მოხატვის თარიღიც (1493) ყოფილა აღნიშნული.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბოჭორიძე გ., რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები, თბ., 1994, გვ. 150-154