ბედონის პირველი კოშკი
არქიტექტურული ძეგლი, დგას დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბედონის განაპირას. თარიღდება X-XI საუკუ
ბედონის პირველი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, დგას დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბედონის განაპირას. თარიღდება X-XI საუკუნეებით. კოშკი ზურგიანია. ნაგებია ნატეხი ქვით. კოშკს ნახევარწრიული მოხაზულობის ზურგი მთისკენ აქვს მიქცეული, პირი — ხევსიკენ. დანგრეული კოშკის ქვედა სართულის დასავლეთი კედელი მოგვიანებით აღუდგენიათ და კოშკი სამლოცველოდ უქცევიათ.
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორგობიანი კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 227.