ბედნოტა
„ბედნოტა“ (რუს. Беднота — სიღარიბე) — ყოველდღიური გაზეთი გლეხებისათვის, საკ. კპ (ბ) ცკ-ის ორგანო, გამოდიოდა მოსკოვში 1918 წლის მარტიდან 1931 წლის იანვრამდე. „ბედნოტას" წინამორბედი გაზეთები იყო „დერევენსკაია ბედნოტა“, „სოლდატსკაია პრავდა“ (პეტროგრადი), „დერევენსკაია პრავდა“ (მოსკოვი). სამოქალაქო ომის პერიოდში „ბედნოტა“ წითელარმიელთა გაზეთიც იყო; თითქმის ნახევარი ტირაჟი არმიას ეგზავნებოდა (1919 წლის ბოლოსათვის ტირაჟი 750 ათ. ცალი). „ბედნოტამ“ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სოფლად კომპარტიის პოლიტიკის გატარებაში, სოფლის სოციალურ გარდაქმნასა და კულტურის დონის ამაღლებაში. გაზეთი სისტემატურად ბეჭდავდა გლეხთა წერილებსა და კორესპონდენციებს. ჰყავდა 4 ათასამდე სოფლკორი. 1931 წელს „ბედნოტა“ გაზეთ „სოციალისტიჩესკოე ზემლედელიეს“ შეუერთდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 266.