ბედნიერების ინდექსი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბედნიერების ინდექსი- (ანგარიში, რომელსაც აქვეყნებს გაერო) კვლევა, რომელიც შეისწავლის გლობალურ ბედნიერებას, მდგრადობასა და კეთილდღეობას მსოფლიოს 156 ქვეყანაში და აფასებს მათ იმის მიხედვით თუ, რამდენად ბედნიერად გრძნობს თავს ამ ქვეყნების მოსახლეობა. ასევე იგი აფასებს თუ, როგორ ზემოქმედებს ურბანული ცხოვრება ადამიანების ბედნიერებაზე. ბედნიერებისა თუ კეთილდღეობის გაზომვა ხდება შემდეგი მეთოდებით: გამოკითხვა, კითხვარი, სუბიექტური კეთილდღეობის ინდიკატორები, მდგრადობის ინდიკატორები, ცხოვრების ხარისხი, მშპ და სხვ. დღეისათვის ბედნიერების იდექსით პირველ ადგილზეა ფინეთი, მას მოსდევს დანია, ნორვეგია, ისლანდია და ნიდერლანდები. ბედნიერების ინდექსზე ზემოქმედება მოახდინა კორონავირუსის პანდემიამ. ცხოვრებით კმაყოფილების მიხედვით, კი პირველ ადგილზე კოსტა-რიკაა.

მსოფლიოს ტოპ ათი ქვეყანა ბედნიერების ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით
ქვეყანა ინდექსი კონტინენტი
1 ფინეთი 7,769 ევროპა
2 დანია 7,600 ევროპა
3 ნორვეგია 7,554 ევროპა
4 ისლანდია 7,494 ევროპა
5 ნიდერლანდები 7,488 ევროპა
6 შვეიცარია 7,480 ევროპა
7 შვედეთი 7,343 ევროპა
8 ახალი ზელანდია 7,307 ოკეანეთი
9 კანადა 7,278 ჩრდილოეთ ამერიკა
10 ავსტრია 7,246 ევროპა

საქართველო

საქართველო ბედნიერების ინდექსით 2019 წლის მონაცემით მსოფლიოში 119-ე ადგილზეა, 2018 წელს კი 128-ე ადგილზე იმყოფებოდა. 2020- წლის მონაცემებით მისი შეფასებაა 4,89, რითიც ყველა მის მეზობელზე უკან იმყოფება.

საქართველოს მდგომარეობა წლების განმავლობაში
წელი ინდექსი
2013 4,19
2014 -
2015 4,30
2016 4,25
2017 4,29
2018 4,34
2019 4,52
2020 4,89

ბიბლიოგრაფია

https://worldhappiness.report/ed/2020/

https://scholarworks.waldenu.edu/cgi/viewcontent.cgi?article=1131&context=jsc

https://www.arabnews.com/node/1266416/offbeat

https://www.theglobaleconomy.com/Georgia/happiness/

წიგნი world happiness report edited by John Hellivell , Richard Layard  and Jeffrey Sachs