ბეგთაბეგისეული ვეფხისტყაოსანი
ვეფხისტყაოსნის ბეგთაბეგისეული ნუსხა — XVII საუკუნის ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი. ხელნაწერის გადამწერია მდივანი ბეგთაბეგ ავთანდილის ძე მარტიროზაშვილი, აქედან მომდინარეობს ნუსხის სახელწოდებაც. მომგებელი — მეფე გიორგი XI. გადაწერილია 1680 წელს.
საწერ მასალად გამოყენებულია ქაღალდი. შეიცავს 263 ფურცელს, რომელთა ზომებია 44,5X30 სანტიმეტრი. ნაწერია მხედრული დამწერლობით. ხელნაწერი გამორჩეულია როგორც დახვეწილი კალიგრაფიით, ისე შემკულობით; ტექსტის თითოეული გვერდი ჩასმულია ჩარჩოში, ხოლო კიდეები ორნამენტითაა მოხატული.
ბეგთაბეგისეული ვეფხისტყაოსანი დღეს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის H ფონდში ინახება (H-54).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 92
- ლ. ტატიშვილი, ვეფხისტყაოსნის გადამწერნი, თბილისი, 2000, ბეგთაბეგ თანიაშვილი (მარტიროზაშვილი)