ბა ნდაუ
ბა ნდაუ (ფრანგ. Bah N'Daw; დ. 23 აგვისტო, 1950, სანი, საფრანგეთის სუდანი) — მალელი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. მალის დროებითი პრეზიდენტი 2020 წლის 25 სექტემბრიდან 2021 წლის 26 მაისამდე.
ბა ნდაუ | |
---|---|
ფრანგ. Bah N'Daw | |
დაბადების თარიღი | 23 აგვისტო, 1950[1] (74 წლის) |
დაბადების ადგილი | სანი, French Sudan[1] |
მოქალაქეობა | მალი |
განათლება | École de guerre[2] და Combined Arms Military School in Koulikoro[3] |
ჯილდოები | Officer of the National Order of Mali[4] |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბაკალავრიატის დასრულების შემდეგ საკუთარი სურვილით 1973 წლის 1 ივნისს წავიდა სამხედრო სამსახურში. შემდეგ ეწვია საბჭოთა კავშირს და გაიარა მფრინავის კურსები. 1976 წლის მარტში მუშაობა დაიწყო მალის სამხედრო-საჰაერო ძალებში. გარკვეული პერიოდი ეკავა მალის პრეზიდენტის მუსა ტრაორეს ადიუტანტის თანამდებობა. 1994 წელს საფრანგეთში დაასრულა თავდაცვის კოლეჯი[5].
2014-2015 წლებში მუსა მარას თავრობაში თავდაცვის მინისტრია.
2020 წლის 18 აგვისტოს მალიში განხორციელებული სამხედრო გადატრიალების შემდეგ ხალხის გადარჩენის ეროვნულმა კომიტეტმა 18 თვით ხელისუფლება გადასცა ბა ნდაუს[6]. 25 სექტემბერს შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას (ვიცე-პრეზიდენტად დანიშნეს ასიმი გოიტა)[7].
2020 წლის 27 სექტემბერს მალის დროებით პრემიერ-მინისტრად დანიშნა მოქტარ უანი[8].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 https://www.lepoint.fr/afrique/mali-bah-n-daw-va-presider-la-transition-21-09-2020-2392893_3826.php
- ↑ https://www.bbc.com/afrique/region-54238658
- ↑ https://www.maliweb.net/armee/armee-gestion-affaires-publiques-mali-1968-2017-2-presidents-3-chefs-gouvernement-35-ministres-3-assimiles-2697692.html
- ↑ http://bamada.net/mali-qui-est-colonel-major-bah-ndaw-president-de-la-transition
- ↑ Lassaad Ben Ahmed. (2020-09-22) Mali : qui est Bah N’Daw ?. AA. ციტირების თარიღი: 2020-09-29.
- ↑ Mali : Bah N'Daw va présider la transition. Le Point (2020-09-21). ციტირების თარიღი: 2020-09-29.
- ↑ Florence Morice. (2020-09-26) Mali: le président de la transition, Bah N'Daw, a prêté serment. RFI. ციტირების თარიღი: 2020-09-29.
- ↑ Moctar Ouane, un diplomate de carrière pour conduire le gouvernement de transition au Mali. Le Monde (2020-09-28). ციტირების თარიღი: 2020-09-29.