ბაჰრამ გური (ძეგლი)
„ბაჰრამ გური“ (აზერ. Bəhram Gurun heykəli) — ძეგლი და ამავე დასახელების შადრევანი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, მენავთობეთა პროსპექტზე, საქალაქო ფუნიკულიორის წინ მდებარე პატარა სკვერის ტერიტორიაზე. ბრინჯაოს ქანდაკება ასახავს ნიზამი განჯევის „შვიდი ლამაზმანის“ გმირს, სასანიდური ირანის შაჰინშაჰს ბაჰრამ გურს, რომელიც კლავს მახვილით ფეხებზე შემოხვეულ გველისებრ გველეშაპს.[1]
ბაჰრამ გური აზერ. Bəhram Gurun heykəli | |
---|---|
ბაჰრამ გური | |
მდებარეობა | ბაქო, აზერბაიჯანი |
მოქანდაკე |
ასლან რუსტამოვი ალბერტ მუსტაფაევი გორხმაზ სუჯადინოვი |
თარიღდება | 1959 |
ძეგლი დადგმულია 1959 წელს, როდესაც სამი სტუდენტი მეგობარი — ასლან რუსტამოვი, ალბერტ მუსტაფაევი და გორხმაზ სუჯადინოვი მონაწილეობას იღებდნენ ბაქოს გაფორმების გაუმჯობესების კონკურსში. „ბაჰრამ გური“ არის აზერბაიჯანის დამსახურებული მხატვრის გორხმაზ სუჯადინოვის ერთ-ერთი პირველი პროფესიონალური ნამუშევარი, აგრეთვე ნიზამი განჯევის ერთ-ერთი პოემის ლიტერატურული გმირის პირველი სკულპტურული ძეგლი აზერბაიჯანში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Р. М. Эфендизаде. Архитектура Советского Азербайджана. — М.: Стройиздат, 1986. — С. 108. — 316 с.