ბაჰარ მურადოვა
ბაჰარ მურადოვა (დ. 20 მარტი, 1962) — აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი. პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ წევრი. აზერბაიჯანის მილი მეჯლისის ვიცე-სპიკერი 2005 წლიდან.
ბაჰარ მურადოვა | |
---|---|
აზერ. Bahar Əvəz qızı Muradova | |
დაბადების თარიღი | 20 მარტი, 1962 (62 წლის) |
დაბადების ადგილი | ფუზული |
მოქალაქეობა | აზერბაიჯანი |
განათლება | ბდუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი და აზერბაიჯანის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | Russian and Ukrainian PhD in Political Science |
ჯილდოები | დიდების ორდენი, Medal “100th anniversary of the Azerbaijani army” (1918 - 2018), Azerbaijan Democratic Republic 100th anniversary medal, 2nd degree "For Service to the Fatherland" order და თანამეგობრობის ორდენი |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებამურადოვა დაიბადა 1962 წლის 20 მარტს ფიუზულის რაიონის ქალაქ ფიზულში. მურადოვა დადიოდა ბაქოს მსუბუქი მრეწველობის ტექნიკურ სკოლაში, სადაც მიიღო დიპლომი ტექსტილის ინდუსტრიაში. მოგვიანებით სწავლა განაგრძო ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე. არის პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორი.[1][2]
კარიერა
რედაქტირება1981 წელს მურადოვამ დაიკავა ზედამხედველობის სამუშაოები ბაქოში, ტექსტილის ქარხანაში. მოგვიანებით, იგი პოლიტიკას დაუბრუნდა და გახდა პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ წევრი 1993 წელს და მას შემდეგ ეკავა მნიშვნელოვანი პარტიული თანამდებობები, მათ შორის პარტიის აღმასრულებელი მდივნის მოადგილის თანამდებობა. 1995 წლიდან 2000 წლამდე მურადოვა მუშაობდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფისში. 2005 წელს აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, დაინიშნა დაინიშნა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილედ (ვიცე-სპიკერი). არის დიდების ორდენის კავალერი. გამოქვეყნებული აქვს ხუთი სამეცნიერო ნაშრომი. მან შეინარჩუნა თავისი ადგილი ფიუზულის ოლქიდან აზერბაიჯანის 2015 წლის საპარლამენტო არჩევნებში. [1][2] 2020 წლის 12 მარტს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაჰარ მურადოვა დაინიშნა აზერბაიჯანის ოჯახის, ქალთა და ბავშვთა საკითხების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ.[3]
2014 წლის ნოემბერში ბაქოში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: ”რელიგიური ტოლერანტობის გაძლიერება (აზერბაიჯანის მოდელი, გამოწვევები ეუთოს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ)”. კონფერენცია მოეწყო ეუთოს ბაქოს პროექტის კოორდინატორის, კავკასიის მუსლიმთა ოფისის და იუნესკოს ეროვნული კომისიის მხარდაჭერით. ღონისძიებას ესწრებოდნენ ეუთოს პროექტის კოორდინატორი ბაქოში, ალექსის შახტახტინსკი, კავკასიის მუსლიმანთა ოფისის თავმჯდომარე შეიხ ულ-ისლამ ალაჰშუქიურ ფაშაზადე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელი ბაჰარ მურადოვა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე, თბილისის სასულიერო აკადემიის რექტორი გიორგი ზვიადაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, აზერბაიჯანში ბრიტანეთის ელჩი ირფან სიდიგი. დისკუსიები გაიმართა აზერბაიჯანში ტოლერანტობის თემაზე და აღინიშნა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მიუხედავად, ბაქოში სომხური ეკლესია არსებობს. [4][5]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაჰყავს მეუღლე და ერთი ქალიშვილი.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Gasimov, Zaur (2017). Historical Dictionary of Azerbaijan. Rowman & Littlefield Publishers, გვ. 158. ISBN 978-1-5381-1042-3.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Bahar Avaz gizi Muradova Azerbaijani. National Assembly of Azerbaijan. ციტირების თარიღი: 18 November 2017.
- ↑ Order of the President of Azerbaijan on appointment of Bahar Muradova as Chairman of the State Committee on Family, Women and Children of the Republic of Azerbaijan az. ციტირების თარიღი: 2020-04-29
- ↑ В Баку проходит международная конференция, посвященная вопросам укрепления религиозной толерантности
- ↑ В Баку прошла международная конференция «Традиции религиозной толерантности на Кавказе и модель мультикультурализма Азербайджана»