ბახჩისარაიცევის სახლი
ბახჩისარაიცევის სახლი (რუს. Дом Г. Х. Бахчисарайцева) — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს სოციალისტური ქუჩისა და ბუდიონოვსკის პროსპექტის გადაკვეთაზე. შენობა ააგეს XX საუკუნის დასაწყისში და ეკუთვნოდა როსტოვის საქალაქო საბჭოს წევრს და როსტოვის სასამართლო ოლქის მოსამართლეს, გრიგორ ბახჩისარაიცევს[1], რომელიც ცნობილი იყო, როგორც მოყვარული მებაღე. ამჟამად შენობაში განთავსებული არის არქიტექტურის ძეგლების რეესტრი[2].
ბახჩისარაიცევის სახლი რუს. Дом Г. Х. Бахчисарайцева | |
---|---|
მდებარეობა | რუსეთი, დონის როსტოვი |
ტიპი | მოდერნი |
გახსნის თარიღი | XX საუკუნის დასაწყისი |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ისტორია
რედაქტირებაბახჩისარაიცევის სახლი ააგეს მოდერნის სტილში XX საუკუნის დასაწყისში. XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის სავაჭრო სახლებისათვის დამახასიათებელია პირველ სართულზე განთავსებული სავაჭრო ოთახები. პირველი სართული არენდით ჰოქნდა აღებული სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობას „Звено-ს“, ავტომობილების გაყიდვით დაკავებულ კომპანია „Лорелей“-სა და სააქციო საზოგადოება „Рудольф Лей-ს“[3].
1920-იან წლებში, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოახდინეს სახლის ნაციონალიზაცია. ზედა სართული გამოიყენეს საცხოვრებელი მიზნებისათვის, ხოლო სარდაფში განათავსეს სტუდენტური სასადილო, პირველ სართულზე კვლავ სავაჭრო დაწესებულებები იყო განთავსებული[4].
მეორე მსოფლიო ომის დროს ბახჩისარაიცევის სავაჭრო სახლი ძლიერ დაზიანდა, ხოლო მისი მეობელი სახლები პრაქტიკულად მთლიანად დაინგრა და არ ექვემდებაებოდნენ აღდგენას (მაგ.; პუსტოვოიტოვის სახლი და ჩერნოვის სახლი).
ბახჩისარაიცევის სახლის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა 2005 წელს. ამჟამად შენობის პირველ სართულზე განთავსებულია ბეწვის მაღაზია, კაფე და წიგნების სუპერმარკეტი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ [https://web.archive.org/web/20130927105357/http://genealogia.baltwillinfo.com/ukr/01.pdf Землевладельцы Российской империи и их имения 1870-1918 гг.]. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-27. ციტირების თარიღი: 2017-02-13.
- ↑ г.Ростов-на-Дону. Объекты культурного наследия (памятники истории и культуры) государственного (федерального) значения - Правительство Ростовской области. www.donland.ru. ციტირების თარიღი: 2015-11-12.
- ↑ Под защитой химер. - Из истории Ростова - Ростов со всех сторон - Статьи, очерки, зарисовки - Ростовберег.ру. www.rostovbereg.ru. ციტირების თარიღი: 2015-11-12.
- ↑ Весь Ростов н/Д на 1923 г.. [Ростов н/Д, 1923]. Донская электронная библиотека. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2017-02-13.