პუსტოვოიტოვის სავაჭრო სახლის შენობა
პუსტოვოიტოვის სავაჭრო სახლის შენობა (რუს. Здание торгового дома Г. Г. Пустовойтова) — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს დიდი სადოვაიის ქუჩისა და ბუდიონოვსკის პროსპექტი გადაკვეთაზე. აგებულია 1910 წელს. პუსტვოიტოვის სავაჭრო სახლის შენობას გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[1].
პუსტოვოიტოვის სავაჭრო სახლის შენობა რუს. Здание торгового дома Г. Г. Пустовойтова | |
---|---|
კოორდინატები | 47°13′36″N 39°42′19″E / 47.226692° ჩ. გ. 39.705172° ა. გ. |
მდებარეობა | დონის როსტოვი |
არქიტექტორი | ე. გულინი |
გახსნის თარიღი | 1910 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
მისამართი: დონის როსტოვი, დიდი სადოვაიის ქუჩა, № 46.
ისტორია
რედაქტირებაXX საუკუნის დასაწყისში პუსტოვოიტოვის სავაჭრო სახლი ითვლებოდა დონის როსტოვის ერთ-ერთ უმაღლეს შენობად. ისევე როგორც ყველა სავაჭრო სახლში პუსტოვოიტოვმაც სახლის პირველი სართული იჯარით გასცა. მშენებლობის დასრულებისთანავე მასში განთავსდა რუსულ-ფრანგული ამხანაგობის ქარხანა „Проводник“, ა. ჰირშეტეინის საიუველირო და საათების მაღაზია, სასტუმროები „Центральная“ და „Лондон“[2].
1920 წელს მოახდინეს სახლის ნაციონალიზაცია და მასში განათავსეს სამხრეთ-აღმოსავლეთი სახელმწიფო ბამბეულის ასოციაცია. 1930 წელს შენობაში განთავსდა ბ. მოლოტოვის სახელობის როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკა და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია. სამეცნიერო ბიბლიოთეკის კოლექციას შეადგენდნენ რუსული ჟურნალები, რომლებიც გამოცემული იყო XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში („Живописец“, „Московский телеграф“, „Московский журнал“, „Вестник Европы“ და ა. პუშკინის დაარსებული ჟურნალი „Современник“).
1942 წელს ფაშისტების მიერ დონის როსტოვის მეორე ოკუპაციის დროს ქალაქი დაბომბეს. პუსტოვოიტოვის სახლს დაეცა ერთი ბომბი, რომელმაც გაანადგურა სახლის სახურავი და ზედა სართული მთლიანად დაიწვა. ხანძარმა გაანადგურა ბიბლიოთეკის მთელი წიგნადი ფონდი.
1965 წელს მოახდინეს შენობის რეკონსტრუქცია. არქიტექტორ ე. ლიხობაბინის პროექტის მიხედვით პუსტოვოიტოვის სავაჭრო სახლის შენობას ბუდიონოვის პროსპექტის მხარეს დაამატეს სამხრეთი ფრთა[3]. მეორე მსოფლიო ომამდე მიშენებული ფრთის ადგილზე მდებარეობდა პუსტოვოიტოვის კიდევ ერთი სახლი და კარაპეტ ჩერნოვის სახლი, რომლის აღდგენაც ვერ მოხერხდა 1942 წლის დაბომბვის შემდეგ. ამჟამად შენობაში განთავსებულია დონის როსტოვის ცენტრალური უნივერსალური მაღაზია.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Перечень объектов культурного наследия регионального значения г. Ростова-на-Дону - Правительство Ростовской области. www.donland.ru. ციტირების თარიღი: 2015-11-21.
- ↑ Туристский портал г. Ростова-на-Дону. tourism.rostov-gorod.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-12. ციტირების თარიღი: 2015-11-21.
- ↑ История архитектуры Нижнего Дона и Приазовья (Кукушин В.С.). architecture.artyx.ru. ციტირების თარიღი: 2015-11-21.