ბახტიარ ვაჰაბზადეს სახლ-მუზეუმი
ბახტიარ ვაჰაბზადეს სახლ-მუზეუმი (აზერ. Bəxtiyar Vahabzadənin ev-muzeyi) — მემორიალური მუზეუმი, რომელიც ეძღვნება აზერბაიჯანელ პოეტს, დრამატურგს, ლიტერატურულ კრიტიკოსს, საზოგადო მოღვაწეს ბახტიარ ვაჰაბზადეს. მუზეუმის შენობა მდებარეობს ქალაქ შაქიში, სადაც ცხოვრობდა ვაჰაბზადე. მუზეუმი, თავის მხრივ, წარმოადგენს კულტურულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, რომელიც ატარებს აზერბაიჯანელი პოეტის ბახტიარ ვაჰაბზადეს მემკვიდრეობის სიღრმისეულ კვლევას, ასევე მუზუმი დაკავებულია შესაბამისი მასალების შეკრებითა და დაცვით.
ბახტიარა ვახაბზადეს სახლ-მუზეუმი აზერ. Bəxtiyar Vahabzadənin ev-muzeyi | |
---|---|
მდებარეობა | შაქი, აზერბაიჯანი |
დაწყების თარიღი | 27 ოქტომბერი, 2015 |
დასრულების თარიღი | 31 აგვისტო, 2018 |
ისტორია
რედაქტირებაბახტიარ ვაჰაბზადეს სახლ-მუზეუმი შეიქმნა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის 2015 წლის 27 ოქტომბრის განკარგულებით, რომელიც პოეტის დაბადების 90 წლისთავთან იქნა დაკავშირებული.[1] 2017-2018 წლებში სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო და სამხატვრო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, 2018 წლის 31 აგვისტოში შედგა მუზეუმის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი.
ექსპოზიცია
რედაქტირებაექსპოზიცია განლაგებულია 70 მ² ტერიტორიაზე მდებარე სამ ოთახში. მუზეუმში წარმოდგენილია მრავალი დოკუმენტი, წიგნი, ხელნაწერი, ფოტო და საარქივო მასალა, პირადი ნივთები, რომლებიც მიწოდებულ იქნა ბახტიარ ვაჰაბზადეს ოჯახის მიერ. სულ 735 ექსპონატია.[2]