ბახვის შესახვევი
ბახვის შესახვევი — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ჩუღურეთი); ელენე ახვლედიანის ქუჩიდან სპარტაკის გასასვლელამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ნაზაროვის შესახვევი. 20-იან წლებში ბახვის შესახვევი დაერქვა.
ბახვის შესახვევი | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ჩუღურეთის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ჩუღურეთი |
წინა სახელები | ნაზაროვის შესახვევი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 30, ISBN 978-99928-20-35-3.