ბახვაქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭიდან.

ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებით შესაძლებელია რაჭაში შემოტანილი იყოს გურიის სოლელ ბახვიდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომის და მომრგვალო ფორმისაა, სამ-ხუთნაკვთიანი ფოთლის ქვედა მხარე საკმაოდაა შებუსული ქეჩისებრად. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული, კონუსური, ზოგჯერ კი ცილინდრულ-კონუსური, საშუალო სიკუმსის ან თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, ღია ვარდისფერი ან თითქმის წითელი. კანი თხელი და ნაკლებად მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით სუსტად დაფარული. რბილობი წვნიანია, წვენი — შეუფერავი.

ბახვა ხასიათდება საშუალო ზრდა-განვითარებით. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სიმწიფემდე 180 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის შუა რიცხვებში შედის. მტევნის საშუალო წონა 100 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა საშალოდ 7.5 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19%-ს,ხოლო მჟავიანობა — 9.5 გ/ლ-ს.

მიიღება ცოცხალი, მსუბუქი, საშუალო გემოვნების სუფრის წითელი ღვინო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 66-67
  • გაზ. „ჩვენი სოფელი“, №7 (57), 7 ოქტომბერი 2020, გვ. 9.