ბაჩუკი ქარდავა
ბაჩუკი ქარდავა (დ. 29 დეკემბერი, 1969 — გ. 27 დეკემბერი, 2024) — ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე.
ბაჩუკი ქარდავა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 29 დეკემბერი, 1969 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 27 დეკემბერი, 2024 (54 წლის) |
მოქალაქეობა |
![]() |
განათლება | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | მართლმადიდებლები |
პარტია | ეროვნულ-დემოკრატიული პარტია |
საქმიანობა | პარტიის თავმჯდომარე |
შვილ(ებ)ი | 2 |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1988 წელს ხელმძღვანელობდა სანქტ-პეტერბურგის ქართულ სათვისტომოს, იყო სანქტ-პეტერბურგის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის თავმჯდომარე. 1989 წლიდან არის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1990 წელს მუშაობდა სანქტ-პეტერბურგის საოლქო პროკურატურაში პროკურორის თანაშემწედ.
1991 წელს გახდა ედპ-ის თავმჯდომარის გიორგი ჭანტურიას აპარატის უფროსი. 1993 წელს ედპ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატის (აედ-ის) დამფუძნებელი და თავმჯდომარე. 1993-1994 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაციონალური საბჭოს პრეზიდიუმის წევრი.
1996 წელს გახდა ედპ-ის მთავარი კომიტეტის წევრი და ედპ-ის გაზეთის „ქართული ქრონიკის“ რედაქტორი. 1999 წელს გახდა ედპ-ის საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდივანი, ხოლო 2002 წელს - გენერალური მდივანი და მთავარი კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი. 2003-2024 წლებში იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე.
2020-2024 წლებში იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[1]
გარდაიცვალა 2024 წლის 27 დეკემბერს.[2]
პირადი და ოჯახური ცხოვრება
რედაქტირებაჰყავდა მეუღლე და ორი შვილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ედპ-ს საიტი დაარქივებული 2019-05-17 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 20 დეკემბერი, 2020.
- ↑ „ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა“. www.interpressnews.ge. 27 დეკემბერი, 2024. ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)