ბაშკირეთის რესპუბლიკის მეთაური

ბაშკირეთის რესპუბლიკის მეთაური (2015 წლის 1 იანვრამდე ეწოდებოდა პრეზიდენტი,[1] ბაშკ. Башҡортостан Республикаһы Башлығы) — რუსეთის ფედერალური ერთეულის - ბაშკირეთის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობა. ბაშკირეთის რესპუბლიკის მეთაური ინიშნება ხუთი წლით, უნდა იყოს რუსეთის მოქალაქე და მინიმუმ 30 წლის.[2]

რუსტემ ხამიტოვი - ბაშკირეთის რესპუბლიკის აქტიური მეთაური.

ბაშკირეთის პირველი პრეზიდენტი იყო მურთაზა რახიმოვი. მა პოსტი დაიკავა 1993 წლის 12 დეკემბერს. ის ამ პოსტზე კიდევ ორჯერ: 1998 წლის 4 ივნისს და 2003 წლის 21 დეკემბერს აირჩიეს. 2006 წელს არჩევნები გაუქმდა და რესპუბლიკის მეთაურად ბაშკირეთის სახელმწიფო კრებამ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის რეკომენდაციით რუსტემ ხამიტოვი დანიშნა.[3] ხამიტოვი 2014 ლის 14 სექტემბერს მესამე ვადით აირჩიეს.

2015 წლის 1 იანვრიდან, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით აიკრძალა ფედერაციის სუბიექტების ხელმაძღვანელებისთვის პრეზიდენტის სტატუსის ქონა.[4] არსებობს მოსაზრება, რომ პრეზიდენტების წოდების გაუქმება იყო არაკონსტიტუციური ქმედება.[5][6]

სტატუსი და უფლებამოსილებები

რედაქტირება

ბაშკირეთის რესპუბლიკის მეთაური წარმოადგენს ბაშკირეთის რესპუბლიკის უმაღლეს აღმასრულებელ ხელისუფალს. ის არის ბაშკირეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთაური. ბაშკირეთის რესპუბლიკის მეთაური წარმოადგენს ბაშკირეთის რესპუბლიკას, რუსეთის პრეზიდენტთან და რუსეთის სახელმწიფო უწყებებთან, როგორც საშინაო ისე საგარეო ურთიერთობების კუთხით.

მეთაურის სტატუსს და უფლებამოსილებებს განსაზღვრავს ფედერალური კანონი რუსეთის კონსტიტუციასთან ერთად, ასევე ბაშკირეთის კონსტიტუცია და ბაშკირეთის კანონმდებლობა. მთავრობის მეთაური არის სამოქალაქო უფლებების და მოქალაქეთა თავისუფლების დაცვის გარანტი, იცავ ბაშკირეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს და რესპუბლიკის ფარგლებში იცავს კანონს და წესრიგს.[7]

ბაშკირეთის მეთაური განსაზღვრავს რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მთავარ მიმართულებებს. აყალიბებს მთავრობას და ხელმძღვანელობს მის მუშაობას. ნიშნავს პრემიერ-მინისტრს და საჭიროების შემთხვევაში იღებს მთავრობის დათხოვნის გადაწყვეტილებას.

მთავრობის მეთაური განსაზღვრავს რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურას. ნიშნავს და ანთავისუფლებთ მთავრობის ხელმძღვანელ პირებს. ის არის რუსეთის ფედერაციის სტრუქტურებში და სხვა ფედერაციული მოწყობის ერთეულებთან ურთიერთობაში ბაშკირეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი.

მთავრობის მეთაური უკეთებს ახალი გადასახადების შემოღებას ინიციირებას. წარადგენს ახალ კანონებს ან აუქმებს ძველს. მონაწილეობს სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების შემუშავებაში. ის ასევე წარადგენს რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დამცველ ომბუდსმენს, რესპუბლიკის აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს. მეთაური ნიშნავს რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს.

რესპუბლიკის მეთაური ბაშკირეთის სახელით ხელს აწერს შეთანხმებებსა და კონტრაქტებს. ის ასევე ხელმძღვანელობს რესპუბლიკის უწყებათაშორის უშიშროების საბჭოს. ბაშკირეთის სახელით აჯილდოებს მოქალაქეებს ღისების და სხვა ორდენებით.

იმ შემთხვევაში, როდესაც რესპუბლიკის მეთაურს არ შეუძლია სრულყოფიოლად შეასრულოს თავისი მოვალეობები (ავადობის ან სხვა მიზეზის გამო), მის მოვალეობებს ასრულებს ბაშკირეთის მთავრობის პრემიერ-მინისტრი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება