ბაშკირეთის რესპუბლიკის გერბიბაშკირეთის რესპუბლიკის ეროვნული სიმბოლო, მიღებულია ოფიციალურად ბაშკირეთის პარლამენტის მიერ 1999 წლის 6 ივლისს. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ჰერალდიკური რეესტრის ჩამონათვალში უკავია 164-ე ადგილი[1].

ბაშკირეთის გერბი
დეტალები
მატარებელი ბაშკირეთი
დამტკიცდა 6 ივლისი, 1999
ავტორი ფაზლეტდინ ისლახოვი

აღწერილობა

რედაქტირება

ბაშკირეთის რესპუბლიკის გერბზე წრეში ჩახატულია სალავატ იულაევის ძეგლი, რომელიც გამოსახულია ამომავალი მზისა და მისი სხივების ფონზე. წრეს შიდა მხრიდან გარს აკრავს ეროვნული ორნამენტი. ძეგლის ქვემოთ გამოსახულია აყვავებული კურაია, ხალხთა სიმამაცის სიმბოლო. გერბის ქვედა ნაწილი ბოლოვდება ეროვნული დროშის ფერებში გაწყობილი ლენტით, რომლის თეთრ ნაწილზე აწერია „Башҡортостан“. სალავატ იულაევის ძეგლი და ორნამენტი ოქროსფერია, კურაია — მწვანე, ამომავალი მზე — ღია ოქროსფერი, სხივები — ყვითელი, ძეგლსა და ორნამენტს შორის დარჩენილი ფონი — თეთრი, შიდა და გარე წრე — მუქი ოქროსფერი.

მიუხედავად იმისა, რომ სალავატ იულაევი არის ბაშკირელი ხალხის ეროვნული გმირი, გერბზე გამოსახული პირი არ ასოცირდება კონკრეტულად მის პიროვნებასთან. მისი ძეგლი არის სიმბოლო ჯიგიტი-მეომრისა, რომელიც იბრძვის თავისუფლებისა და სამართლიანობისათვის. იგი ასოცირდება მეგობრობასთან და ბაშკირი ხალხის ერთიანობასთან.

გერბის ავტორია ფაზლეტდინ ისლახოვი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება