ბაღდაშარ ტბირი ან პაღდასარ დპირი (სომხურად: Պաղտասար Դպիր, დ. 7 ივნისი 1683 — გ. 1768) — სომეხი პოეტი, მუსიკოსი, მეცნიერი, მბეჭდავი და ეროვნული და საგანმანათლებლო მოძრაობების მნათობი. იგი ითვლება სომხური კულტურის აღორძინების პერიოდში წამყვან ფიგურად.

ბაღდაშარ ტბირი
სომხ. Պաղտասար Դպիր
დაბადების თარიღი 7 ივნისი, 1683 წელი
დაბადების ადგილი სტამბოლი, ოსმალთა იმპერია
გარდაცვალების თარიღი 30 იანვარი, 1768 წელი
გარდაცვალების ადგილი სტამბოლი, ოსმალთა იმპერია
საქმიანობა პოეტი, კომპოზიტორი
ენა ძველი სომხური ენა
ეროვნება სომეხი
მოქალაქეობა ოსმალეთის იმპერია

ბიოგრაფია რედაქტირება

ბაღდაშარ დპირი დაიბადა სტამბოლში 1683 წელს, იმ მშობლების ოჯახში, რომლებიც ცოტა ხნის წინ კესარიიდან გადასახლდნენ. მან განათლება მიიღო ადგილობრივ სკოლებში და სწავლა განაგრძო ეპისკოპოს ასტვაძატურ ჯუღაეცთან, ეჯმიაძინის სომეხი კათოლიკოსის ლეგატთან.[1] 1741 წელს კახკაპუში სომხეთის საპატრიარქოს საერო სკოლის სათავეში დაინიშნა ბაღდაშარ დპირი. მისი მრავალი მოსწავლე წამყვან პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ, მაგალითად, სიმეონ ერევანცი, ეჯმიაძინის კათოლიკოსი და პოეტი პეტროს ღაფანცი.

ენობრივი წვლილი რედაქტირება

პაღდაშარ დპირს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გვიანი შუა საუკუნეების კულტურულ მოღვაწეთა შორის, რომლებიც თვლიდნენ, რომ კლასიკური სომხური (գրաբար) უნდა გაცოცხლებულიყო და გამოყენებულიყო, როგორც სალიტერატურო ენა. მათ სურდათ ახალი ლიტერატურის დამკვიდრება ძველთან კლასიკური სომხური ენის აქტიური გამოყენებით, და ისწრაფოდნენ შუა საუკუნეების მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობაში შესასვლელად.[2] ისინი ცდილობენ თავიანთი მოღვაწეობით უფრო ხელმისაწვდომი გაეხადათ კლასიკური სომხური და ასევე ყველასთვის გასაგები (աշխարհաբար).

თავის ხალხურ ნაწერებში ბაღდაშარ დპირი იყენებს სტამბოლის დიალექტს, რომელიც ისევე როგორც სხვა სომხური დიალექტები, ხშირად სესხულობდა სიტყვებს უცხოურიდან და განსაკუთრებით თურქულიდან.[3]

ლირიკული პოეზია რედაქტირება

ბაღდაშარ ტბირმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე სომხური პოეზიის განვითარებაში.[4] მისი ნამუშევრების თემები და ტემპერამენტი, ზოგადად, ტრადიციულია, მაგრამ ის ხშირად ავლენს თავისუფლებისა და ლიბერალიზმის იდეებს. იგი წერს არა მხოლოდ სიყვარულზე, როგორც თავის დროზე ტრუბადურებზე, არამედ სოციალურ, რელიგიურ და ზნეობრივ საკითხებზე. მისი ენის დახვეწა არ ზღუდავს მის გამონათქვამებს, მაგრამ საშუალებას აძლევს მას იყოს გულწრფელი და მგზნებარე.

ბაღდაშარ დპირის ნამუშევრების მკვლევარები მიუთითებენ პოემის უნიკალურობაზე სახელწოდებით "მამონამდე" იმ პერიოდში დაწერილ სიმღერებთან შედარებით. აქ პაღდასარ ტბირი აშუქებს დემონის სიმდიდრის და სიხარბის დამანგრეველ გავლენას ადამიანზე. იგი მამონას შესახებ წერს პოპულარული მორალისტური თვალსაზრისით, რომ უარყოს მისი გავლენა.

პაღდაშარ ტბირის კიდევ ერთი ცნობილი სიმღერაა ,,Ee Nenjmanet Arkayakan Zartir" ( შენი სამეფო ძილისგან გაღვიძებიდან 1707), რომელშიც ის მუსიკალურიყენებს თანამედროვე და ფოლკლორულ ელემეტებს. როგორც ჩანს, ეს სასიყვარულო სიმღერაა, მაგრამ ის შეიძლება ალეგორიულად განისაზღვროს, როგორც სომეხი ერისკენ მოუწოდებს თავი გააღვიძოს სიბრალულიდან და წინააღმდეგობა გაუწიოს უცხო მმართველობას.

ბაღდასარ ტბირის მუსიკალურ შემოქმედებაზე აშკარად გავლენას ახდენს ტრადიციული ტრუბადური, რელიგიური, ასევე თანამედროვე აღმოსავლური და მინსტრული მუსიკა. თავისი საერო და განსაკუთრებით სასიყვარულო სიმღერების გამო, ის დიდ სარგებელს იღებს სომხეთის ეროვნული ტრადიციული და აღმოსავლური მელოდიებისგან.[5]

პახტასარ დპირს ასევე აქვს დაწერილი თურქულენოვანი ლექსები სომხური ასოების გამოყენებით.

საგანმანათლებლო საქმიანობა რედაქტირება

1741 წელს იგი დაინიშნა კუმკაპუში სომხეთის საპატრიარქოს საერო სკოლის ხელმძღვანელად პატრიარქის ჰაგოპ ნალიანის მიერ. ცნობილია, რომ მისი მმართველობის პერიოდში სკოლა აყვავდა. მრავალი წლის განმავლობაში პახტასარ დპირი ემსახურებოდა სომხური ენის, გრამატიკის, მუსიკისა და სხვა თემების წარმოჩენას და განვითარებას. 1736 - 1760 წლებში მან შეადგინდა და გამოცსა სახელმძღვანელოების სერია კლასიკური და ხალხური სომხური ენის სწავლებისთვის, რომლებიც გამოიყენებოდა თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ნაშრომებია ,,პარზაბატიუნ კერაკანუტიან კარჩაროტ იევ დიურიმაც" (გამარტივებული გრამატიკა, ლაკონიური და ადვილად გასაგები, 1736) ორ ტომად, ასევე კლასიკური სომხური ენის გრამატიკა; ,,გირკ კერაკანუტიანი" (გრამატიკული წიგნი, 1760).[4]

სქოლიო რედაქტირება

  1. Hacikyan, Agop; Gabriel Basmajian; Edward S. Franchuk; Nourhan Ouzounian (2005). The Heritage of Armenian Literature, From the Eighteenth Century to Modern Times. III. Detroit, MI: Wayne State University Press. p. 128. ISBN 0-8143-3221-8.
  2. Մկրտչեան, Լեվոն (1986). Հայ Դասական Քնարերգութիւն. Yerevan: Սովետական Գրող.
  3. Աճառյան, Հրաչեա (1951). Հայոց Լեզվի Պատմութիւն. II. Yerevan. p. 456.
  4. 4.0 4.1 Սովետական Հայկական Հանրագիտարան. Yerevan. 1976.
  5. Azg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-13. ციტირების თარიღი: 2020-10-14.