ბაღდასაროვების სახლი

ბაღდასაროვების სახლი (რუს. Дом Багдасаровых) — ისტორიული სახლი, არქიტექტურული ძეგლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია 1898 წელს.

ბაღდასაროვების სახლი
რუს. Дом Багдасаровых
კოორდინატები 47°12′43″N 38°56′10″E / 47.21206° ჩ. გ. 38.93624° ა. გ. / 47.21206; 38.93624
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულების თარიღი 1898

მისამართი: ტაგანროგი, ტურგენევის შესახვევი № 7[1].

XIX საუკუნეში ამ მიწის ნაკვეთზე აშენებული იყო პატარა არქიტექტურული ნაგებობა, რომელიც იყო შეფასებული 1 000 რუბლად. იგი ეკუთვნოდად ვაჭრის ცოლს სოფია ლუცკოის. შემდეგ სხვადასხვა მიზეზების გამო, შენობა დაინგრა და 1898 წელს ტურგენევის შესახვევ 7-ში, ძმებმა მელქონ და გრიგორი ბაღდასაროვებმა ააშენეს სახლი. სახლის მშენებლობა დაუჯდათ 3 000 რუბლი. დროთა განმავლობაში სახლის ღირებულება გაიზარდა და ოქტომბრის რევოლუციის დროსათვის, სახლი შეფასებული იყო 24 ათას რუბლად[2].

სახლს ჰქონდა რამდენიმე სართული, ზედა სართული იყო გაცემული იჯარით. XX საუკუნის დასაწყისში სახლის მეპატრონე გახდა ვაჭარი ივან ვასილის ძე კაფერი. მას ჰქონდა თავისი ძეხვის ქარხანა, რომელიც მდებარეობდა ჩეხოვის ქუჩაზე. თავისი საქმიანობა ვაჭარმა განაგრძო, როდესაც ინგლისური ბისკვიტების გამოცხობა დაიწყო. მას ეკუთვნოდა ალექსანდროვის ქუჩაზე სახლები 1 და 3 იყიდა, ასევე სახლი იყიდა ტურგენევის შესახვევში. ზემოთ აღნიშნული სახლების ღირებულება შეადგენდა 500 და 150 რუბლს. ივან კაფერის ცოლს ერქვა ანასტასია ვასილის ასული. მათ ჰყავდათ 3 შვილი - ვასილი, ივანე და პარასკევა. სახლი ნაწილობრივ იყო გაცემული იჯარით საცხოვრებელ ფართად, რაც უზრუნველყოფდა მის შემოსავალს, ასევე ამუშავებდა ძეხვის ნაწარმს მაღაზია პეტროვის 38-ში. სახლის მეიჯარეთა შორის იყო ადვოკატი მიხაელ მარკის ძე ილშტეინი.

ამ სახლში ცხოვრობდა ვალენტინა გოვბერგი. იგი იყო ბოშური რომანსების და რუსული ხალხური სიმღერების შემსრულებელი. მას ჰქონდა ძლიერი ხმა - მეცოსოპრანო. ამ სახლში იგი გადავიდა 1940 წელს და ცხოვრობდა დასთან - ელენა აბრამოვნასთან - ცნობილი ტაგანროგელი ადვოკატის იაკობ ბორისის ძე სვეტას ცოლთან. რევოლუციამდე იაკობი იყო იუდეური კანონების დამხმარე ადვოკატი.

1920 წელს სახლის მარჯვენა ფლიგელში დასახლდა ორეშკოს ოჯახი: ცოლ-ქმარი თეოდორ ვასილის ძე და მისი ცოლი რაისა კონსტანტინეს ასული. მათ გაუჩნდათ შვილები: ოლგა და ვერა. თეოდორ ვასილის ძე იყო ბუღალტერი საქალაქო პროკურატურაში და გამოირჩეოდა საქმის წარმოების უკიდურესი კეთილსინდისიერობით. ქალიშვილი ვერა გახდა საათის ხელოსანი, ოლგა კი იყო დაინტერესებული ხელოვნებით და ისტორიით. მას ჰქონდა რთული ცხოვრება - იგი დაზარალდა სტალინის რეპრესიების დროს. ორეშკოს ოჯახი ცნობილი იყო თავისი ზრუნვით უსახლკარო ცხოველებზე[1]..

1930 წელს ერთ-ერთ სახლში ცხოვრობდა მევიოლინე მიხაელ სტეშენკო. მისი შესრულების მოსმენა შეეძლოთ კინოთეატრ „ლუჩის“ მაყურებლებს, სეანსის დაწყების წინ. სახლში ცხოვრობდა ასევე მევიოლინე ბეინცმანი, რომელიც უკრავდა ვალერიან მოლას ორკესტრში.

  1. 1.0 1.1 Гаврюшкин О. П. Г12 «По старой Греческой…» (Хроника обывательской жизни) — Т.: ООО «Издательство „Лукоморье“», 2012. — 514 с. — ISBN — 5-901565-15-0
  2. Дом 7, Тургеневский переулок. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-13. ციტირების თარიღი: 2017-03-14.