ბაღდადის მაცხოვრის ეკლესია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბაღდადის მაცხოვრის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაღდადში.

ბაღდადის მაცხოვრის ეკლესია ძველი ტაძრის ადგილასაა აგებული, რომელიც 2008 წელს აღუდგენიათ. იგი დარბაზული ტიპისაა და ნაშენია რიყის ქვით. ძველი ეკლესიისგან შემორჩენილია ცოკოლი, ასევე, კედლებში ჩართულია ძველი მოჩუქურთმებული ქვები. შესასვლელი კარი დასავლეთით არის გაჭრილი, რომელსაც არქიტრავის ქვა ამშვენებს. თავზე კი თაღიანი სარკმელია საპირე ქვებით შემკული. სამხრეთ კედელის წყობაში ჩასმულია მოჩუქურთმებული ქვა ვაზის გამოსახულებით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9938