ბაღაცსარი
ბაღაცსარი (სომხ. Բաղացսար) — მთა სომხეთში. მდებარეობს სიუნიქის პროვინციაში, სოფელ ვანქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 6 კილომეტრში. მწვერვალის სიმაღლე ზღვის დონიდან 3256 მეტრია და წარმოადგენს მეღრის ქედის უმაღლეს მწვერვალს. აგებულია ქვედა პალეოზოური ფიქლებით. მთის ხასიათდება ციცაბო ფერდობებით.
ბაღაცსარი | |
---|---|
კოორდინატები: 39°05′28″ ჩ. გ. 46°17′41″ ა. გ. / 39.09111° ჩ. გ. 46.29472° ა. გ. | |
ქვეყანა | სომხეთი |
სიმაღლე | 3256 მ |
ქედი | მეღრის ქედი |