ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბაქსელ არენა — საფეხბურთო სტადიონი, რომელიც მდებარეობს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. 2013 წლის იანვრამდე სტადიონს ერქვა "მერვე კილომეტრი", თუმცა შემდგომ შეეცვალა სახელი. სტადიონი იტევს 15000-მდე მაყურებელს.

ბაქსელ არენა
სრული სახელი ბაქსელ არენა
მდებარეობა ბაქო, აზერბაიჯანი
აშენდა 2012
გაიხსნა 2012; 14 სექტემბერი
მესაკუთრე ნეფთჩი ბაქო
ტევადობა 15,000

სტადიონის საერთო ფართი 22500 კვადრატული მეტრია. მისი მშენებლობა დაიწყო 2010 წლის მაისში. აღნიშნული სტადიონი გაიხსნა 2012 წლის 14 სექტემბერს. გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მისი მეუღლე მეჰრიბან ალიევა. სტადიონზე გაიმართა 2 ჯგუფური მატჩი, 2 მეოთხედფინალი და 2012 წლის მსოფლიო თასის ნახევარფინალი 17 წლამდელთა ასაკის გოგონებს შორის. მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ კი აქ გაიმართა აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის თამაშები. ასევე, აქ ჩატარდა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩი 2013 წლის 17 ივლისს, ნეფთჩიმ მიიღო ალბანეთის სკენდერბეუ.

2013 წლის იანვარში, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაცისა და საკომუნიკაციო კომპანია ბაქსელს შორის შეთანხმების საფუძველზე, სტადიონს დაარქვეს ბაქსელ არენა. აღნიშნული კომპანია ჩართულია ფეხბურთის საქმიანობაში და აღსანიშნავია, რომ ბაქსელი 2014-2018 წლებში მანჩესტერ იუნაიტედის ოფიციალურ სპონსორს წარმოადგენდა დსთს ქვეყნებში.

2013 წლის 7 ივნისს სტადიონზე გაიმართა აზერბაიჯანის ნაკრების პირველი ოფიციალური შეხვედრა. გუნდმა ითამაშა მსოფლიო თასის შესარჩევი მატჩი ლუქსემბურგის ეროვნულ ნაკრებთან.

არქიტექტურა

რედაქტირება

15 ათასს ადამიანზე გათვლილ სტადიონს აქვს სამი შესასვლელი: საერთო, მედიისთვის განკუთვნილი და VIP, სტადიონზე სულ ხუთი სექტორია. ბუნებრივი ბალახის საფარი, უცხოეთიდანაა ჩამოტანილი და აკმაყოფილებს სრულად ფიფა-ს სტანდარტებს. ფეხბურთის მოედანზე დამონტაჟებულია გათბობის სისტემაც.

სტადიონის შენობაში არის განთავსებული კაფე-ბარი, მედიის წარმომადგენლებისთვის გამოყოფილია ოთახი გათვლილი დაახლოებით 200 ჟურნალისტზე, დოპინგ ოთახები, საკონფერენციო დარბაზი, სტადიონის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია დიდი მონიტორებიც. სტადიონს აქვს თავისი ავტოსადგომი, გათვლილი დაახლოებით 300 მანქანაზე.

სტადიონის გასანათებლად დამონტაჟებულია ოთხი ლამპიონი და თანამედროვე ზოგადი განათების სისტემა. სტადიონის ზედა ნაწილის დახურვაზე, გამოყენებული იქნა სპეციალური სივრცითი სტრუქტურა, რომელზედაც იყო სპეციალური მემბრანული საფარი. ამ ტიპის საფარი რეზისტენტულია ხანძრისა და სხვა გავლენების მიმართ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაქსელ_არენა“-დან