ბაქოს ჯაზის ფესტივალი

ბაქოს საერთაშორისო ჯაზის ფესტივალი (აზერ. Bakı Beynəlxalq caz festivalı) — ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი ბაქოში. 2005 წლიდან ატარებს აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტი რაინ სულთანოვი აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროსა და აზერბაიჯანის კულტურის ფონდის მხარდაჭერით. ბაქოს ჯაზის ფესტივალი ყოველწლიურად მოიცავს კონცერტებს, მასტერკლასებს, სემინარებს, ახალგაზრდა შემსრულებლების კონკურსებს, საბავშვო ჯაზის დღეებს, ჯაზ კინოს დღეებს, ხელოვნებისა და ფოტოგამოფენებს ჯაზის თემაზე. 2016 წელს ბაქოს ჯაზის ფესტივალი შევიდა ევროპულ ჯაზ ასოციაციაში (European Jazz Network EJN)[1].

ბაქოს ჯაზის ფესტივალი
აზერ. Bakı Beynəlxalq caz festivalı
სტატუსი აქტიური
დაიწყო 2002 - დღემდე
სიხშირე წლიურად
ადგილმდებარეობა ბაქო
ქვეყანა აზერბაიჯანი
ინაუგურაცია 2002

2005 წელს ფესტივალს დაესწრნენ 12 ქვეყნის მუსიკოსი, ისეთი მუსიკოსების ჯგუფები, როგორებიც არიან ჯო ზავინული ავსტრიიდან, ბობო სტენსონი, მარია ჯოაო, იაკოვ  ოკუნის რუსული კვარტეტი, საქსოფონალისტი გრეგ ოსბი, ცნობილი ჯაზის მუსიკოსები. შემსრულებლები აზერბაიჯანიდან და მრავალი სხვა ქვეყნიდან. 2005 წლიდან, აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მხარდაჭერით, ჟურნალმა Jazz Dunyasi– მ ჩაატარა მასშტაბური ფესტივალები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო ჯაზის თითქმის ყველა ვარსკვლავმა (ალ ჯეროუ, ჰერბი ჰანკოკმა, მარკუს მილერმა, კენი გარეტმა, ჯოშუა რედმანმა და მრავალი სხვა).

ასევე, 2005 წელს, ბაქოს ჯაზის ფესტივალის ფარგლებში, ჟურნალმა Jazz Dunyasi წამოიწყო საერთაშორისო პროექტი „მე ვარ ჯაზმენი!“ - ახალგაზრდა ჯაზ შემსრულებლების შეჯიბრი, რომელთა გამარჯვებულები იყვნენ ისეთი ნიჭიერი მუსიკოსები, როგორებიცაა ისფარ სარაბსკი, რიად მამედოვი, ალინა როსტოსკაია და სხვები[2].

2017 წელს ფესტივალი 20-დან 28 ოქტომბრამდე გაგრძელდა და ფესტივალის შემადგენლობაში ჩატარდა გვინეელი მუსიკოსის სექუ კუიატის კონცერტი[3]. მის გარდა იყვნენ, მუსიკოსები გერმანიიდან, შვედეთიდან, შვეიცარიიდან, ნიდერლანდებიდან, ისრაელიდან, საფრანგეთიდან და სხვები[4].

2018 წელს ფესტივალი გახსნა ბრიტანელმა ნეო-სოულის ოსტატმა ომარ ლი-ფუკიმ[5]. ფესტივალში მონაწილეობდნენ მუსიკოსები და მუსიკალური ჯგუფები მსოფლიოს 14-ზე მეტი ქვეყანიდან: ლორა პოლდვერი (ესტონეთი), ჟან-კრისტოფ სქოლეტა (საფრანგეთი), ჯგუფი „მუსიკა, მუსიკა, მუსიკა“ (შვედეთი), უვ შტაინმეტცი (გერმანია), ჯან ჯანქაია და კაგან ილდიზი (თურქეთი), მარტინ სალემის ტრიო (ბელგია), ჰელგ ლეინის ტრიო (ნორვეგია), Kodaly Spicy Jazz band (უნგრეთი), მიშელ პიპოკუინო (ბრაზილია), რუბენ ჰაინის ტრიო (ჰოლანდია), გრიგორი მადას ჯგუფი კრისტის დეშელთან ( აშშ). ფესტივალი 15-დან 28 ოქტომბრამდე გაგრძელდა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება