ბაქოს ნავთობის უმაღლესი სკოლა
ბაქოს ნავთობის უმაღლესი სკოლა (აზერ. Baki Ali Neft Məktəbi; ინგლ. Baku Higher Oil School) — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ბაქოში, აზერბაიჯანი. უნივერსიტეტის რექტორი ელმარ გასიმოვია.
დაფუძნდა | 2011 |
---|---|
ტიპი | უნივერსიტეტი |
რექტორი | ელმარ გასიმოვი |
ქალაქი | ბაქო |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
socar.az bhos.edu.az |
ისტორია
რედაქტირებააზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია (სოკარი) 2011 წლის 29 ნოემბრის აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებით შეიქმნა ბაქოს ნავთობის უმაღლესი სკოლა. სკოლის წესდება დამტკიცდა 2012 წელს.
სტრუქტურა
რედაქტირებატრენინგი მიმდინარეობს სამი სპეციალობით:
- ნავთობისა და გაზის ინჟინერი
- ინჟინერ-ქიმიკოსი
- პროცესების ავტომატიზაციის ინჟინერი
უნივერსიტეტს აქვს ინფორმატიკისა და ინგლისური ენის კურსები, რომელიც განკუთვნილია მოსამზადებელ ეტაპზე შემდგომი განათლების სკოლაში.
2017 წელს სკოლის ახალი კამპუსი გაცემულ იქნა ექსპლუატაციაში[1].
საერთაშორისო კავშირები
რედაქტირებაბაქოს ნავთობის უმაღლესი სკოლა თანამშრომლობს ბრიტანეთში ჰერიოტ-უაატის უნივერსიტეტთან. 2012 წლის იანვარში თანამშრომლობის პირველი მემორანდუმი გაფორმდა აზერბაიჯანის ნავთობკომპანიის ვიცე-პრეზიდენტსა და ბრიტანეთის უნივერსიტეტის რექტორს შორის[2].
2018 წელს პეკინში შეხვედრის დროს ბაქოს ნავთობის უმაღლესი სკოლის რექტორმა ელმარ გასიმოვმა ჩინეთის პეტროლიუმის უნივერსიტეტის წარმომადგენლების დელეგაციასთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და იმავე წლის ოქტომბერში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება დადო[3][4].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Бакинская Высшая Школа Нефти
- ↑ SOCAR договорилась с британским университетом Heriot Vatt о выдаче двух дипломов выпускникам Бакинской высшей нефтяной школы. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-12. ციტირების თარიღი: 2019-03-31.
- ↑ Бакинская Высшая школа нефти и Китайский нефтяной университет в Пекине заключили соглашение о сотрудничестве
- ↑ Бакинская Высшая школа нефти будет сотрудничать с Китайским нефтяным университетом. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-12. ციტირების თარიღი: 2019-03-31.