ბაქოს ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარი
ალექსანდრე ნეველის ტაძარი (რუს. Александро-Невский Собор; აზერ. Aleksandr Nevski Başkilsəsi) — 1898 წელს აგებული, ბაქოს უდიდესი მართლმადიდებლური ტაძარი, რომელიც საბჭოთა კავშირის მმართველთა მითითებით 1936 წელს დაანგრიეს.
ბაქოს ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარი | |
| |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | რობერტ მარფელდი[1] |
საკათედრო ტაძარი გერმანელი არქიტექტორის რობერტ მარფელდის პროექტითა და ალექსანდრე III-ისა და ნიკოლოზ ცესარევიჩის პატრონაჟით აშენდა. სამუშაოებს მარფელდის თანაშემწე იოსებ გოსლავსკი ხელმძღვანებლობდა.[2] მონასტერი გარეგნულად მოსკოვის ვასილი ნეტარის ტაძარს, ხოლო შიდა მხრიდან მოსკოვის მაცხოვრის ტაძარს ჰგავდა. ალექსანდრე ნეველის ტაძარი ბაქოს მართლმადიდებლური სასულიერო ცხოვრების ცენტრი იყო.
ისტორია
რედაქტირება1882 წლის 9 ნოემბერს ბაქოს საქალაქო საბჭოს სხდომაზე დასმული იქნა საკითხი მუსლიმური სასაფლაოს ბაქოში გადატანის შესახებ ამ ადგილზე მართმადიდებლური ტაძრის ასაშენებლად. მოცემული გადაწყვეტილება გაეგზავნათ სახელმოხვეჭილ მუსულმანებს, რასთან დაკავშირებითაც საბჭოს მიერ მიღებული იქნა მუსლიმური სასაფლაოს შემოღობვისა და ტაძრისათვის უფრო შესაფერისი ადგილის მოძიების დადგენილება.[3] მიუხედავად ამისა, ტაძრის მშენებლობა მაინც ძველი მუსლიმური სასაფლაოს ადგილზე დაიწყო. თუმცა, 1888 წელს საძირკველისათვის საჭირო ორმოს ამოთხრისას აღმოჩენილი იქნა ძველი საფლავები ქვის ყუთების სახით, რომლებიც განლაგებულნი იყვნენ რამდენიმე რიგად, ერთიმეორეზე დალაგებული.[4] 1883 წლის 8 ოქტომბერს ბაქოში იმპერატორ ალექსანდრე III-ისა და უფლისწული ნიკოლოზის თანდასწრებით შედგა ბაქოს ტაძრის საფუძვლის ჩაყრის სადღესასწაულო ცერემონია. შემდეგ ტაძარს ალექსანდრე ნეველის სახელი ეწოდა. ტაძრის მომავალი სახის ნიმუშის ფუნქცია ახალი ათონის მონასტერმა შეასრულა, რომლის ავტორიც აკადემიკოსი რობერტ მარფელდი იყო. რუსეთის იმპერიის იმპერატორის ალექსანდრე III-ის მიერ სწორედ მარფელდი იქნა დანიშნული მომავალი მონასტრის მთავარ არქიტექტორად. სამუშაოების წარმოება კი დაევალა იოსეფ გოსლავსკის.[2]
XIX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში იმპერატორმა გამოუშვა ასიგნაცია ტაძრის მოსაწყობად. თუმცა მშენებლობას სახსრები არ ყოფნიდა ასეთი დიდებული ტაძრის ასაშენებლად, ამიტომ არასაკმარი 200 ათასი ოქროს მანეთი იქნა შეგროვილი ბაქოს მოქალაქეთა მიერ. 100 ათას მანეთამდე კი მუსლიმებმა შესწირეს.[1]
კომუნისტებმა ტაძარი 1936 წელს, საბჭოთა ხელისუფლების ბრძანებით დაანგრიეს. დღეს მის ადგილას აზერბაიჯანელი მომღერლის, ბულ-ბულის სახელობის მუსიკალური სკოლა და ბაქოს 189-ე და 190-ე სკოლები მდებარეობს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Заплетин Г., Ширин-заде Г. Русские в истории Азербайджана. — Б.: Ганун, 2008. — 366 c.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ბაქოს ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარი“ ვიკისაწყობში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Заплетин, Ширин-заде, 2008, стр. 192
- ↑ 2.0 2.1 Заплетин, Ширин-заде, 2008, стр. 191
- ↑ Оджагова К. Городское самоуправление Баку в конце XIX--начале ХХ вв. — Б.: Нурлан, 2003. — С. 36. — 133 с.
- ↑ Ашурбейли С. Б. Очерк истории средневекового Баку, VIII -начало XIX вв.. — Б.: Издательство Академии наук Азербайджанской ССР, 1964. — С. 27. — 333 с.