ბაქმაზი
ბაქმაზი — თეთრი თუთისგან (Morus alba) დამზადებული სქელი წვენი. ზოგჯერ მას მსხლისგანაც ამზადებენ. ბაქმაზს მოიხმარენ როგორც ბუნებრივ ტკბილეულს. ხშირად მირთმევენ პურთან, კარაქთან და სხვადასხვა ნამცხვრებთან ერთად.[1]
ბაქმაზის მოსამზადებლად გადარჩეულ, მწიფე თეთრ თუთას ჩაყრიან ქვაბში, რომელიშიც იმდენი წყალია, რომ ჩაყრილი ნაყოფის ერთი მეოთხედი დაიფაროს. შემდეგ ადუღებენ. როდესაც თუთა ადუღდება, ქვაბს გვერდზე გადადგამენ, სანამ ოდნავ გაგრილდება. შემდეგ საწურში გაწურავენ, რათა წვენი ცალკე გადმოვიდეს და თუთა მოცილდეს. მიღებულ წვენს ადუღებენ მანამ, სანამ თაფლივით გასქელდება. ბაქმაზს ინახავენ მომინანქრებულ და თავდახურულ ჭურჭელში გრილ, მშრალ ადგილას. [1]