ბატუტზე ხტომა

ვიკიპედია:კატეგორიზაცია
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბატუტზე ხტომა

ბატუტზე ხტომა თბილისში

რედაქტირება

სპორტის ამ სახეობას თბილისში საფუძველი ჩაეყარა 1969 წელს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელების თ. ხუდოევისა და ო. კაკიაშვილის ინიციატივით. საერთაშორისო ასპარეზზე თბილისელი სპორტსმენები გამოჩნდნენ 1980 წელს , როდესაც ფ. ფირანიშვილმა სინქრონულ ხტომაში ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა. მასთან ერთად თბილისელთაგან საქართველოს და სსრკ ნაკრების რიგებში ირიცხებოდნენ ს. მარქარიანი, ნ. კალინინი, ე. გალჩევი, ლ. აბრამიშვილი, ს. ანდრეასიანი, ნ. ჩხაბერიძე, ზ. ხიზანიშვილი, ნ. არღანაშვილი, გ. გაგუა, ა. სააკიანი, მ. ნიკო ლაიშვილი, ი. მიხაილოვა, თ. მუმლაძე, რ. ხარატიშვილი და სხვა.

1990-იან წლებში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს თბილისელმა მხტომელებმა მსოფლიოს ჩემპიონმა და რეკორდსმენმა რ. ხოფერიამ და ლ. ბენდიანიშვილმა, რომლებმაც მცხეთელ ა. დოღონაძესა და რუსთაველ ზ. აბრამიშვილთან ერთად, მწვრთნელ ზ. სულაშვილის, ხელმძღვანელობით, მრავალი უმაღლესი ჯილდო მოიპოვეს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, მსოფლიოს თასზე, საკავშირო ჩემპიონატებზე, სსრკ ხალხთა სპარტაკიადებზე, ახალგაზრდულ და ჭაბუკთა პირველობებზე. თბილისელ სპორტსმენთა წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელებს: ზ. სულაშვილს, თ. ხუდოევს, თ. ცომაიას, ვ. ჩხაბერიძეს, ვ. კლიმოვას, ლ. ხრიკულს, გ. გასპარიანს, რ. გამხოშვილს, ნ. არღანაშვილს.

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბატუტზე_ხტომა“-დან