ბატონი
ბატონი — ტერმინი წარმოიქმნა სიტყვიდან პატრონი, ქართული მწერლობაში მკვიდრდება XV საუკუნიდან. იგი ნიშნავს:
- უმაღლესი სიუზერენი (მეფე) ქართულ ფეოდალურ იერარქიაში;
- ყმა-გლეხების ფეოდალური მესაკუთრე;
- თავაზიანი მიმართვის ფორმად.
ბატონის დაპირისპირებული ცნებაა ყმა. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ საქართველოს ფეოდალთა კლასმა დაკარგა ადრინდელი პოლიტიკური ორგანიზაცია და ბატონი აღარ წარმოადგენდა სიუზერენს, იგი მხოლოდ ყმა-გლეხების ფეოდალურ მესაკუთრეს ნიშნავდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- შოშიაშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 229.