ბატონებო
„ბატონებო“ წარმართული ხანის ქართული რელიგიურ-საწესჩვეულებო ორნაწილიანი პოლიფონიური (სამხმიანი) საგუნდო სიმღერა-ვედრება. ინფექციური სენით (ყვავილი, წითელა, ქუნთრუშა) დაავადებულ ბავშვს უმღეროდნენ საწოლთან, ზეარსებათა სახით წარმოდგენილ „ყოვლისშემძლე“ ბატონებს შესთხოვდნენ ავადმყოფის განკურნებას. „ბატონებო“ მიჩნეული იყო განმკურნებელ სიმღერად. მას სხვაგვარად საბოდიშოსაც ეძახოდნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩხიკვაძე გრ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 229.