ბატაისკის ისტორიის მუზეუმი

ბატაისკის ისტორიის მუზეუმი (რუს. Батайский музей истории) — ისტორიული მუზეუმი ქალაქ ბატაისკში, როსტოვის ოლქი. მუზეუმის თანამედროვე შენობა განთავსებულია კულტურისა და დასვენების პარკში მისამართი კიროვის ქუჩა 51-ა.

ბატაისკის ისტორიის მუზეუმი
რუს. Батайский музей истории
47°08′16″ ჩ. გ. 39°44′25″ ა. გ. / 47.137800000° ჩ. გ. 39.740300000° ა. გ. / 47.137800000; 39.740300000
დაარსდა 1966
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა ბატაისკი
Map

ბატაისკში პირველი მუზეუმი გაიხსნა 1966 წელს ბატაისკის ისტორიის მუზეუმია განთავსებული იყო ადგილობრივ კინოთეატრში. თავდაპირველად მისი სახელწოდება იყო „რევოლუციური, საბრძოლო და შრომის დიდების მუზეუმი“. იგი განთავსებული იყო სულ ორ ოთახში, ხოლო მისი ფონდი მოითვლიდა 400 ექსპონატს. თანამედროვე მუზეუმის შენობა ააგეს 1979 წელს. გახსნა გაიმართა ამავე წლის 22 აპრილს[1].

მუზეუმი თანამედროვე სახელწოდებას ატარებს 1993 წლიდან. ამ პერიოდისათვის მისი საგამოფენო-ექსპოზიციური ფართობი შეადგენს 430 კვადრატულ კილომეტრს[2].

ექსპოზიცია

რედაქტირება

მუზეუმის ძირითადი საგამოფენო ექსპოზიცია შეადგენს იმ ექსპონატებს, რომლებიც მოგვუითხრობენ ქალაქის ისტორიის, ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიის შესახებ. მუზეუმის ფონდი მოითვლის 9 000 დოკუმენტს, რომელიც ეძღვნება ქალაქ ბატაისკის ისტორიას[3].

მუზეუმს გააჩნია სამი საგამოფენო დარბაზი[4]:

  • საბრძოლო დიდების დარბაზი - წარმოდგენილია დიდი სამამულო ომისა და რუსეთის სამოქალაქო ომის დროინდელი ექსპონატები, ხსოვნის კედელი დაღუპულთა სახელებით. დარბაზში დროდადრო იმართება შემოქმედებითი ღონისძიებები, შეხვედრები ომის ვეტერანებთან.
  • მხარეთმცოდნეობის დარბაზი
  • საგამოფენო დარბაზი

ექსპოზიცია[4]:

  1. 1.0 1.1 Administrator. Городской музей истории города Батайска. xn----7sbbaad2dcgd9csffhc5m.xn--p1ai. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-02. ციტირების თარიღი: 2017-01-21.
  2. ИСТОРИЯ ГОРОДСКОГО МУЗЕЯ. xn--80aaabtlpdjm6djh.xn--p1ai. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-02. ციტირების თარიღი: 2017-01-21.
  3. Батайский музей истории - Правительство Ростовской области. www.donland.ru. ციტირების თარიღი: 2017-01-21.
  4. 4.0 4.1 Донской туризм :: Турист на Дону :: Музеи. dontourism.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-02. ციტირების თარიღი: 2017-01-21.