ჯოზეფ ფრენკ კიტონი (ინგლ. Joseph Frank Keaton; დ. 4 ოქტომბერი, 1895 — გ. 1 თებერვალი, 1966),[2] სასცენო სახელით ცნობილია როგორც ბასტერ კიტონი (ინგლ. Buster Keaton) — ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი, კინორეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი და კასკადიორი.[3] სახელი გაითქვა მუნჯ ფილმეში მონაწილეობით. მუდმივად სტოიკური, უემოციო გამომეტყველების წყალობით მიიღო ზედმეტსახელი „დიდებული ქვის სახე“.[4][5]

ბასტერ კიტონი
დაბადების სახელი ჯოზეფ ფრენკ კიტონი
დაბადების თარიღი 4 ოქტომბერი, 1895
პიკვე, კანზასი,აშშ[1]
გარდაცვალების თარიღი 1 თებერვალი, 1966 (70 წლის)
ვუდლენდ-ჰილზი კალიფორნია, აშშ
დაკრძალულია ჰოლივუდ-ჰილზის სასაფლაო
საქმიანობა მსახიობი, კომიკოსი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, კასკადიორი
აქტიური 1898–1966
მეუღლე(ები) ნატალი ტოლმაჯი (იქ. 1921; განქ. 1932)
მაე სკრივენი (იქ. 1933; განქ. 1936)
ელეანორ ნორისი
 (იქ. 1940)
შვილ(ებ)ი 2
მშობლები მამა: ჯო კიტონი
დედა: მაირა კიტონი

ჯოზეფ ფრენკ კიტონი დაიბადა 1895 წლის 4 ოქტომბერს, მსახიობების — ჯო და მაირა კიტონების ოჯახში. სამი წლის ასაკში მშობლებთან ერთად თეატრში გამოდიოდა. მისი დებიუტი კინოში შედგა 1917 წელს ფილმში „ყასაბის დამხმარე“. ამას მოჰყვა კიდევ რამდენიმე როლი კინოში. შემდეგ რეჟისორის დამხმარედ მუშაობდა, პარალელურად იყო სცენარისტი და სპეცეფექტების დამდგმელი. 1918 წლის ივნისში ფრონტზე გაიწვიეს, სადაც 9 თვე გაატარა საფრანგეთში მე-40 ქვეითი დივიზიის შემადგენლობაში. ფრონტზე ყოფნისას ყურის ინფექცია შეეყარა, რამაც სამუდამოდ დაუქვეითა სმენა. ომიდან დაბრუნების შემდეგ რეჟისორობას მიჰყო ხელი. საყოველთაო აღიარება მოიპოვა პირველივე მოკლემეტრაჟიანი ფილმით „ერთი კვირა“ (1920).

ყველაზე მეტად დაფასებულია მის მიერ 1920-იან წლებში შექმნილი ფილმები, რომელთა შორისაა „უმცროსი შერლოკი“ (1924), „გენერალი“ (1926) და „ოპერატორი“ (1928).[6] მსახიობ ორსონ უელსის თქმით — „გენერალი“, ეს იყო კინემატოგრაფიის უმაღლესი მწვერვალი კომედიის სფეროში, და შესაძლოა, უდიდესი ფილმი, რაც კი ოდესმე შექმნილა“.[7][8][9][10]

კრიტიკოსი როჯერ ებერტი წერდა: „1920 წლიდან 1929 წლამდე კიტონი შეუსვენებლად მუშაობდა რიგი ფილმების სერიებზე, რამაც აქცია იგი უდიდეს მსახიობ-რეჟისორად კინოს ისტორიაში.“[5]

1996 წელს ჟურნალმა Entertainment Weekly ბასტერ კიტონს ყველა დროის საუკეთესო კინორეჟისორებს შორის მეშვიდე ადგილი მიუჩინა.[11] 1999 წელს ამერიკის კინოინსტიტუტმა იგი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო კინომსახიობად დაასახელა. 1959 წელს ბასტერ კიტონს კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილსთვის საპატიო ოსკარი გადაეცა.[12]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Agee, James, "Comedy's Greatest Era" from Life Magazine (September 5, 1949),reprinted in Agee on Film (1958) McDowell, Obolensky, (2000) Modern Library
  • Keaton, Buster (with Charles Samuels), My Wonderful World of Slapstick (1960) Doubleday
  • Blesh, Rudi (1967). Keaton. Secker & Warburg. 
  • Lahue, Kalton C., World of Laughter: The Motion Picture Comedy Short, 1910–1930 (1966) University of Oklahoma Press

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Buster Keaton Museum. KansasTravel.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 16, 2016. ციტირების თარიღი: February 17, 2010.
  2. Meade, Marion (1997). Buster Keaton: Cut to the Chase. Da Capo, გვ. 16. ISBN 0-306-80802-1. 
  3. Obituary Variety, February 2, 1966, page 63.
  4. Barber, Nicholas (January 8, 2014). „Deadpan but alive to the future: Buster Keaton the revolutionary“. The Independent. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 12, 2018. ციტირების თარიღი: November 3, 2015.
  5. 5.0 5.1 Ebert, Roger. (November 10, 2002) The Films of Buster Keaton. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 3, 2015. ციტირების თარიღი: January 28, 2016.
  6. Buster Keaton's Acclaimed Films. They Shoot Pictures, Don't They. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 28, 2019. ციტირების თარიღი: September 29, 2016.
  7. Sight & Sound Critics' Poll (2002): Top Films of All Time. Sight & Sound via Mubi.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 29, 2016. ციტირების თარიღი: January 29, 2016.
  8. Votes for The General (1924). British Film Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 3, 2016. ციტირების თარიღი: September 29, 2016.
  9. Andrew, Geoff (January 23, 2014). „The General: the greatest comedy of all time?“. Sight & Sound. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 6, 2015. ციტირების თარიღი: January 28, 2016.
  10. Orson Welles interview, from the Kino November 10, 2009 Blu-Ray edition of The General
  11. „The 50 Greatest Directors and Their 100 Best Movies“. Entertainment Weekly. April 19, 1996. p. 2. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 26, 2015. ციტირების თარიღი: January 28, 2016.
  12. „AFI Recognizes the 50 Greatest American Screen Legends“ (პრეს-რელიზი). American Film Institute. June 16, 1999. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 13, 2013. ციტირების თარიღი: August 31, 2013.