ბარხატნაია-სოპკა (რუს. Бархатная сопка) — ჩამქრალი ვულკანი რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში. წარმოადგენს ანდეზიტისაგან შემდგარ ვულკანური გუმბათების კომპლექსს, რომელიც მდინარე პარატუნკის გასწვრივ მდებარეობს. უმაღლესი მწვერვალი ზღვის დონიდან 870 მეტრზე მდებარეობს.

ბარხატნაია-სოპკა
კოორდინატები: 52°49′24″ ჩ. გ. 158°16′00″ ა. გ. / 52.82333° ჩ. გ. 158.26667° ა. გ. / 52.82333; 158.26667
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სიმაღლე 870 
ტიპი ვულკანური გუმბათი
ბოლო ამოფრქვევა ძვ.წ. 3 550
ბარხატნაია-სოპკა — რუსეთი
ბარხატნაია-სოპკა
ბარხატნაია-სოპკა — კამჩატკის მხარე
ბარხატნაია-სოპკა

კომპლექსი ჰოლოცენის ხანას მიეკუთვნება. ბოლო ამოფრქვევა მოხდა ძვ.წ. 3 550 წელს.

ვულკანის ასეთი სახელი იმითაა განპირობებული, რომ მწვერვალების კალთები დაფარულია ვულკანური ტუფითა და წიდით, რომლებიც მას წითელ შეფერილობას აძლევენ და ხავერდს მოგვაგონებენ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება