ბარომეტრი
ბარომეტრი (ძვ. ბერძნ. βάρος — „სიმძიმე“ და μετρέω — „ვზომამ“) — ატმოსფერული წნევის საზომი მოწყობილობა. ვერცხლისწყლის ბარომეტრი 1644 წელს იტალიელმა ევანჯელისტა ტორიჩელიმ შექმნა[1][2][3]. თუმცა, არსებობს ვარაუდები, რომ იტალიელმა მათემატიკოსმა და ასტრონომმა გასპარო ბერტიმ შემთხვევით შექმნა წყლის ბარომეტრი, დაახლოებით 1640-1643 წლებში.[1][4] 1631 წელს ფრანგმა მეცნიერმა და ფილოსოფოსმა რენე დეკარტმა წარმოადგინა ატმოსფერული წნევის საზომი მოწყობილობის პროექტი, თუმცა არ არსებობს რამე დადასტურება იმისა, რომ ამ პერიოდში მოქმედი ბარომეტრი არსებობდა.[1]
სითხიან ბარომეტრებში წნევა განიზომება მილში არსებული სითხის სიმაღლით. ვერცხლისწყლიანი ბარომეტრები სხვა ბარომეტრებზე უფრო ზუსტია და მეტეოსადგურების მიერ გამოიყენება.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ბარომეტრი“ ვიკისაწყობში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 The Invention of the Barometer. Islandnet.com. ციტირების თარიღი: 2010-02-04.
- ↑ History of the Barometer. Barometerfair.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-25. ციტირების თარიღი: 2010-02-04.
- ↑ Evangelista Torricelli, The Invention of the Barometer. Juliantrubin.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 February 2010. ციტირების თარიღი: 2010-02-04.
- ↑ Drake, Stillman (1970). „Berti, Gasparo“. Dictionary of Scientific Biography. 2. New York: Charles Scribner's Sons. pp. 83–84. ISBN 0-684-10114-9.