ბარიტონი (საკრავი)
ბარიტონი — სიმებიან-ხემიანი მუსიკალური საკრავი. ხემით დასაკრავი 6-7 სიმის გარდა ჟღერადობის გასაძლიერებლად ჰქონდა 7-20 და მეტი სარეზონანსო სიმი. სარეზონანსო სიმებს აჟღერებდნენ აგრეთვე მარცხენა ხელის შუა თითის გამოკვრით. გავრცელებული იყო XVIII საუკუნის გერმანიასა და ავსტრიაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 210.