ბარდაჩა
ბარდაჩა (სერბ. Језеро Бардача) — ტბებსა და ჭაობების კომპლექსი ბოსნია და ჰერცეგოვინაში. მდებარეობს სერბთა რესპუბლიკის ქალაქ სრბაცის მუნიციპალიტეტში. კომლექსში შედის ჭაობები, დატბორილი ტერიტორიები, ტყე, სასოფლო-სამეურნეო მიწები და დასახლებული პუნქტები.
ბარდაჩა | |
---|---|
Језеро Бардача | |
კოორდინატები: 45°06′56″ ჩ. გ. 17°25′26″ ა. გ. / 45.11556° ჩ. გ. 17.42389° ა. გ. | |
მდებარეობა | ბოსნია და ჰერცეგოვინა |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 100 მ |
სიგრძე | 5,5 კმ |
სიგანე | 1,7 კმ |
ფართობი | 7,32 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 2,5 მ |
ტბა მდებარეობს ბანია-ლუკიდან 45 კმ-ის დაშორებით. ზღვის დონიდან 100 მ-ზე. ტბის სგრძეა 5,5 კმ, ხოლო სიგანე — 1,7 კმ. მაქსიმალური სიღრმეა 2,5 მ., ხოლო ფართობი — 7,32 კმ². ტბა და მიმდებარე კომპლექსი დაცულია და წარმოადგენს ბუნების ძეგლს.
ტბების კომპლექსის ტერიტორიაზე გაედინება სამი მდინარე: მატურა, სტუბლაია და ბრზაია.
ტბის გარშემო მდებარეობს ქალაქები: გრადიშკა — 25 კმ-ში, ლაკტაში — 30 კმ-ში და ბანია-ლუკა — 45 კმ-ში.
ტბაში გვხვდება 280 სახეობის მცენარე, 178 სახეობის ფრინველი და 26 სახეობის თევზი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Агенција Републике Српске за воде обласног ријечног слива Саве: Језера у Републици Српској
- Хидрометеоролошки завод Републике Српске: Језера у Републици Српској დაარქივებული 2011-08-17 საიტზე Wayback Machine.
- Званични сајт Спортско рекреативног центра „Бардача“ დაარქივებული 2016-07-31 საიტზე Wayback Machine.
- www.ramsar.org