ბარბეტი (ფრანგ. Barbet) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია საფრანგეთში შუა საუკუნეებში.

ბარბეტი
წარმოშობის ქვეყანა საფრანგეთი
თვისებები
წონა მამრი 20-25 კგ.
მდედრი 15-20 კგ.
სიმაღლე მამრი 50-56 სმ.
მდედრი 46-50 სმ.
ბეწვი თეთრი,
ნაცრისფერი,
შავი,
წაბლისფერი,
ხორბლისფერი.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ბარბეტი არის წყლის ძაღლების ერთ-ერთი უძველესი ევროპული ჯიში და შესაძლოა პუდელის წინაპარიც, ბარბეტი გამოიყვანეს მონადირისთვის წყალში ჩაცვენილი ისრების და მოკლული ფრინველის ამოსატანად. ეს მამაცი ძაღლი უძველესი წარმომავლობისაა. გარეგნულად ის მოგვაგონებს დღეს გადაშენებულ ინგლისურ წყლის ძაღლს და, შესაძლოა, გამოიყენეს ბრიარის, ფრანგული გრიფონის და სხვა, უფრო ახალგაზრდა ჯიშების გამოსაყვანად. ბარბეტის ხსენების და ნახატებზე მისი სიხშირის მიხედვით უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ძაღლი ერთ დროს ძალიან პოპულარული იყო ევროპაში.

ბარბეტს წყალგაუმტარი ბალანი იცავს გაცივებისგან ყინულივით ცივ წყალშიც კი. როგორც კომპანიონი ბარბეტი იშვიათია, შესაძლოა იმის გამო, რომ მისი ბალნის მოვლა საკმაოდ რთულია. ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს თეთრი, ნაცრისფერი, შავი, წაბლისფერი, ხორბლისფერი. აქვს გრძელი ყურები. წინა თათები დაკუნთულია, მსხვილი ძვლებით. კუდი დაფარულია ხშირი ბალნით. ადვილად ეგუება ბავშვებს და სხვა ძაღლებს. კარგად იტანს სიცივეს. ვერ ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: